23 აპრილს საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. საარჩევნო კამპანია დაძაბულობის ფონზე მიმდინარეობს. ამ დრომდე, გამოკითხვებით ოთხი კანდიდატი, პოპულისტი მარინ ლე პენი, ახალი პარტია „ან მარშის“ ლიდერი, ემაუელ მაკრონი, რესპუბლიკელი ფრანსუა ფიონი, და კომუნისტი, ჟან ლუკ მელანშონი, ლიდერობენ. კანდიდატებს შორის სხვაობა მცირეა და პირველი რაუნდის შედეგების პროგნოზირება თითქმის შეუძლებელია. არჩევნებში რადიკალი კანდიდატის გამარჯვებამ, შესაძლოა ევროპულ ერთიანობას ბოლო მოუღოს.
იმის გარშემო, თუ რა მნიშვნელობა აქვს ევროკავშირის წამყვანი ქვეყნის, საფრანგეთის არჩევნებს ევროპისა და დასავლეთისთვის, „ამერიკის ხმა“ , ავტორს და პოლიტიკურ მიმომხილველს, რაფაელ გლუქსმანს ესაუბრა.
რა მნიშვნელობა აქვს საფრანგეთის მომავალ არჩევნებს ევროპისთვის და დასავლეთისთვის? რა არის სასწორზე და რას გადაწყვეტს ის?
ბრექსიტისისა და ამერიკაში დონალდ ტრამპის არჩევის შემდეგ, საფრანგეთის არჩევნები გადაწყვეტს არის თუ არა პოპულიზმის ცუნამი აღზევების ეტაპზე. არჩვენები წარმოაჩენს აქვს თუ არა ევროკავშირს მომავალი.
ევროპის მომავალი არის მთავარი საკითხი რაც ამ არჩევნებზე სასწორზე დგასრაფაელ გლუქსმანი
საკითხი ზუსტად ასე დგას, - არც მეტი, არც ნაკლები. თუ ევროკავშირის მოწინააღმდეგე კანდიდატი გაიმარჯვებს, ეს საფრთხის ქვეშ დააყენებს ევროპულ პროექტს. მარინ ლე ლეპი ამომრჩეველს პირდება, რომ ის ევროკავშირიდან საფრანგეთს გამოიყვანს, ამასთანავე, მემარცხენე კანდიდატი, რომლის რეიტინგიც იზრდება, ჟან ლუკ მელანშონი იმუქრება, რომ მანაც შესაძლოა გამარჯვების შემთხვევაში გადახედოს საფრანგეთის ევროკავშირში წევრობის საკითხს. ესაა მთავარი საკითხი, რაც ამ არჩევნებზე სასწორზე დევს.
ამ ბოლო დროს ბევრი პროგნოზებისგან თავს იკავებს, თქვენი აზრით, რა იქნება არჩევნების სავარაუდო შედეგები?
დღეისთვის ძალიან რთულია პროგნოზირება. არჩევნებში ერთმანეთს ოთხი მთავარი კანდიდატი ებრძვის, რომელთა რეიტინგში განსხვავება ცდომილების ზღვარში ხვდება. ისიც კი არ ვიცით თუ ვინ იქნება მეორე ტურში და სწორედ ამიტომ ვხედავთ ასეთ ბნელ და მტრულ კამპანიის დასასრულს. ვერავინ ვერ შეძლებს შედეგების გამოცნობას. ყველაზე ცუდი სცენარიც კი მოსალოდნელია, ვგულისხმობ მელანშონის და ლე პენის მეორე ტურში გასვლას.
გამოკითხვების უმეტესობის მიხედვით, პირველ ადგილზე ემანუელ მაკრონია, პრო-ევროპული კანდიდატი, მან შესაძლოა მოიგოს მეორე ტური და მე ხაზს ვუსვამ, რომ შესაძლებელია. თუმცა ჯერ-ჯერობით იმის თქმაც, რომ ის მეორე ტურამდე მიაღწევს რთულია.
გუშინ, საფრანგეთის სამართალდამცავმა ორგანოებმა განაცხადეს, რომ მათ მოახერხეს მოსალოდნელი ტერორისტული თავდასხმის თავიდან აცილება, როგორ ფიქრობთ, შეიძლება ამან საარჩევნო კამპანიაზე გავლენა მოახდინოს?
თუ ტერორისტული აქტი მოხდება, ეს კამპანიაზე გავლენას მოახდენს, თუმცა ფაქტი, რომ მოხდა მისი თავიდან აცილება ამცირებს ამ შემთხვევის მნიშვნელობას და გავლენას საარჩევნო კამპანიაზე. სიტუაცია ისე დაძაბულია, რომ საარჩევნო კამპანიაში ჩართული მხარეები საკმაოდ რადიკალურები არიან, ამიტომ არ ვფიქრობ, რომ ეს ამ ოთხი კანდიდატის შეხედულებებზე გავლენას მოახდენს.
ხუთშაბათს, ბოლო დებატები გაიმართება. ამ დებატებს დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ეს კანდიდატების ნახვის ბოლო შესაძლებლობაა და კონკურენცია ისე მაღალია, რომ შესაძლოა იმ კანდიდატმა გაიმარჯვოს, რომელიც ყველაზე ენერგიული და დამაჯერებელი იქნება.
გადაწყვეტილი ამომრჩევლის უმეტესობა ლე პენის მხარესაა. ხოლო პრო-ევროპული კანდიდატების, ემანუელ მაკრონის და სოციალ-დემოკრატის ბებუა ამონის მხარდამჭერები ნაკლებად დარწმუნებულნი არიან საკუთარ პოზიციაში.რაფაელ გლუქსმანი
საინტერესოა ის ფაქტი, რომ გადაწყვეტილი ამომრჩევლის უმეტესობა ლე პენის მხარესაა. ხოლო პრო-ევროპული კანდიდატების, ემანუელ მაკრონის და სოციალ-დემოკრატის ბენუა ამონის მხარდამჭერები ნაკლებად დარწმუნებულნი არიან საკუთარ პოზიციაში და უფრო მოქნილები მათი მხარდაჭერის ცვლილების კუთხით. ამან შეიძლება ვინმესთვის პოზიტიური როლი ითამაშოს, ან პირიქით წარუმატებლობა მოუტანოს მათ.
რაც შეეხება რუსეთის ჩარევას ევროპის პოლიტიკურ თამაშში და შიშებს რაც მოჰყვა მოსკოვის მცდელობას გავლენა მოეხდინა ამერიკის არჩევნებზე. ახლა რუსეთი საფრანგეთის არჩევნებზე ცდილობს გავლენის მოხდენას, პუტინი მარინ ლე პენ შეხვდა, რომლის პარტიასაც რუსული ბანკები აფინანსებენ. რა მეთოდებს მიმართავს რუსეთი და როგორ ფიქრობთ რა არის კრემლის მიზანი? საუბრობენ „Twitter” ტროლებზე, დეზინფორმაციაზე და ა.შ.
დიახ, ვხედავთ ინტერნეტ ტროლებს, და რუსულ მედიას, როგორიცაა „სპუტინიკი“ ან „Russia Today”, რომლებიც მაკრონის და ამონის [პრო-ევროპული კანდიდატების] წინააღმდეგ იბრძვიან და მხარს უჭერენ სხვა კანდიდატებს. მე არ ვფიქრობ რუსეთის ჩარევამ ისეთივე ზეგავლენა იქონიოს საფრანგეთის არჩევნებზე, როგორიც ამერიკაში. თუმცა საქმე იმაშია, რომ კრემლის მომხრე კანდიდატები ამ არჩევნებზე ბევრია, რაც არ გვეხმარება იმის გაგებაში, თუ ვინაა რუსეთის ფავორიტი, რუსეთს არ აურჩევია ერთი ცალკეული მონაწილე. თუმცა ეს ალბათ უკვე მეორე ტურში გამოაშკარავდება. ამ ეტაპზე, არ ვფიქრობ, რომ რუსეთის ფაქტორს დიდი გავლენა მოეხდინა.
პუტინმა მარინ ლე პენი მიიღო და დაეხმარა მას საერთაშორისო სტატუსის ამაღლებაში და მისი სანდოობა ზრდაში. ამან უფრო ოფიციალური გახადა ლე პენისთვის მხარდაჭერა, [პუტინთან შეხვედრა] დაეხმარა მას წარმოჩენილიყო, როგორ პოტენციური კანდიდატი და შეესუსტებინა პოზიცია, რომ მისი გაპრეზიდენტების შემთხვევაში საფრანგეთი საერთაშორისო დონეზე იზოლაციაში აღმოჩნდება.
პუტინი ამ არჩევნებში გამყოფი ხაზი გახდა. არჩევნებში მონაწილე კანდიდატები კამპანიას პრო-ევროპულ და ანტი-პუტინის პლატფორმიდან წარმართავენ. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც უცხო ქვეყნის ლიდერი ცენტრალური ფიგურა გახდა საფრანგეთის არჩევნებში.რაფაელ გლუქსმანი
თუმცა ყველაზე საინტერესო ისაა, რომ პუტინი ამ არჩევნებში გამყოფი ხაზი გახდა. არჩევნებში მონაწილე კანდიდატები კამპანიას პრო-ევროპულ და ანტი-პუტინის პლატფორმიდან წარმართავენ. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც უცხო ქვეყნის ლიდერი ცენტრალური ფიგურა გახდა საფრანგეთის არჩევნებში.
ეს აჩვენებს, რომ პუტინის ფაქტორი მხოლოდ საგარეო პოლიტიკის პრობლემა არაა. არამედ ის ათვლის წერტილია იმის თუ როგორ საზოგადოებაში გსურს ცხოვრება, როგორია შენი მსოფლმხედველობა და წარმოდგენა მსოფლიოზე, იმის აღქმა, თუ რა არის პოლიტიკა. ის პოპულისტი კანდიდატების უმრავლესობისთვის მისაბაძ მაგალითს წარმოადგენს.