რადიო თავისუფლება რუსეთში მაუწყებლობას წყვეტს

ახალი კანონი ძალაში 10 ნოემბერს შევა
აშშ-ის დაფინანსებული რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება აცხადებს, რომ რუსეთის მიერ მიღებული კანონის თანახმად, რუსეთს შუალედურ ტალღებზე რადიომაუწყებლობა შეუწყდება და ინტერნეტ-გვერდის ფუნქციონირება წლის ბოლომდე გაუგრძელდება.

ახალი კანონი ძალაში 10 ნოემბერს შევა და სამაუწყებლო ორგანიზაციაც, შესაბამისად, რადიომაუწყებლობას რუსეთთან შეწყვეტს.

მაუწყებლობა შეუწყდება იმ რუსულ კომპანიებს, რომლებშიც უცხოელი ბიზნესმენები 48 პროცენტიან წილს ფლობენ.