პუტინის საწინააღმდეგო აქცია გერმანიაში

ქალთა ჯგუფის "ფემინის" წევრები პუტინის საწინააღმდეგო სლოგანებს ყვიროდნენ
გერმანიაში ინდუსტრიულ გამოფენაზე რუსეთის პრეზიდენტის წინაშე წელზემოთ შიშველმა ქალებმა პროტესტი გამოხატეს. პუტინი გამოფენაზე გერმანიის კანცლერთან ანგელა მერკელთან ერთად მივიდა. პუტინის განცხადებით, მას ქალების პროტესტი მოეწონა.

თუმცა, კრემლის პრესცენტრმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქალებს ჩადენილ საქციელზე პასუხს აუცილებლად მოსთხოვენ.

ქალთა ჯგუფის "ფემინის" წევრები პუტინის საწინააღმდეგო სლოგანებს ყვიროდნენ და პუტინს დიქტატორად მოიხსენიებდნენ.

ვლადიმირ პუტინის განცხადებით, მან წინასწარ იცოდა აქციის შესახებ და მსგავსი სახის პროტესტი მოეწონა კიდეც. მან ასევე აღნიშნა, რომ გამოფენის მესვეურები მას რეკლამისთვის უნდა უმადლოდნენ.