კრემლი აცხადებს, რომ ვლადიმირ პუტინი თვის ბოლოს, შოტლანდიაში დაგეგმილ კლიმატის სამიტს არ დაესწრება.
მოსკოვი გადაწყვეტილების მიზეზზე არ საუბრობს. სამიტზე მსოფლიო ლიდერებმა გლობალური დათბობის ზრდის შეჩერებასა და სტრატეგიებზე უნდა იმსჯელონ.
COP26 შეიქმნა 2015 წელს, პარიზში მიღწეული შეთანხმების საფუძველზე და კლიმატის ცვლილებების შესახებ ყველაზე დიდი კონფერენციაა. წელს სამიტი 31 ოქტომბერს იწყება.
ასევე ნახეთ: რუსეთში კოვიდ19-ის ახალი, უფრო რთული ვარიანტი ვრცელდებასაერთაშორისო ენერგეტიკულ ფორუმზე, რომელიც მიმდინარე თვის დასაწყისში გაიმართა, პუტინმა გლაზგოში დაგეგმილი სამიტის შესახებაც ისაუბრა და თქვა, რომ გაემგზავრებოდა თუ არა სამიტზე, ამაში პანდემია მნიშვნელოვან როლს ითამაშებდა.
„ჯერ არ ვარ დარწმუნებული, დავესწრები თუ არა სამიტს პირადად, მაგრამ მასში მონაწილეობას ნამდვილად მივიღებ“ - განაცხადა პურტინმა 13 ოქტომბერს.
კრემლის განცხადებამდე, რომლითაც ცნობილი გახდა, რომ პუტინი გლაზგოში არ გაემგზავრებოდა, გაეროს მხარდაჭერით ჩატარებული კვლევა გამოქვეყნდა, რომელშიც ნათქვამია, რომ მსოფლიოს მასშტაბით, ქვანახშირის, ნავთობისა და გაზის მოპოვება, უახლოეს ატწლეულში, ნახევრამდე უნდა შეამციროს.