რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ნატოს წევრ პოლონეთს, ყოფილ საბჭოთა კავშირში ტერიტორიული ამბიციების ქონაში ბრალი დასდო. უშიშროების საბჭოს სხდომაზე, ვლადიმირ პუტინმა თქვა, რომ რუსეთის მეზობელ და ახლო მოკავშირე ბელარუსის წინააღმდეგ ნებისმიერი აგრესია, რუსეთზე თავდასხმად იქნება აღქმული.
პოლონეთის ახალი ამბების სახელმწიფო სააგენტოს ცნობით, ოთხშაბათს, ვარშავის უსაფრთხოების კომიტეტმა გადაწყვიტა სამხედრო დანაყოფები პოლონეთის აღმოსავლეთ საზღვარზე გადაესროლა მას შემდეგ, რაც რუს დაქირავებულ მებრძოლთა ჯგუფი „ვაგნერი“ ბელარუსში ჩავიდა.
ასევე ნახეთ: მინსკი ამბობს, რომ ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსების გარდა, სხვა გზა არ ჰქონდაოთხშაბათს გავრცელებულ ვიდეოში ჩანს ევგენი პრიგოჟინი, რომელიც ბელარუსში მყოფ თავის მებრძოლებს მიმართავს და ეუბნება, რომ უკრაინაში მიმდინარე ომში მონაწილეობას აღარ მიიღებენ. ამასთან, პრიგოჟინმა ბრძანება გასცა, სანამ ბელარუსის ჯარს წვრთნიან, აფრიკისთვის ძალები მოიკრიბონ.
პუტინმა თქვა, რომ პრესაში გარცელებული ცნობებით, არსებობს გეგმა, პოლონურ-ლიტვური დანაყოფი, დასავლეთ უკრაინაში ოპერაციებში გამოიყენონ, რომელიც წარსულში პოლონეთს ეკუთვნოდა და საბოლოდ ეს ტერიტორია დაიპყრონ. „კარგად არის ცნობილი, რომ ისინი ბელარუსის მიწებზეც ოცნებობენ,“ - თქვა პუტინმა, თუმცა არანაირი მტკიცებულება არ წარმოუდგენია.
პოლონეთი, ბელარუსში რაიმე ტერიტორიული ამბიციის ქონას უარყოფს.