რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა კვირას განაცხადა, რომ რუსეთი კორონავირუსის პანდემიიდან მინიმალური დანაკარგებით გამოდის და რომ ქვეყანამ ვირუსს თავი შეერთებულ შტატებზე უკეთესად გაართვა. მისი თქმით, ამერიკაში ვირუსთან ბრძოლას პარტიულმა ინტერესებმა ხელი შეუშალა.
რუსეთში კოვიდ-19-ის, დაახლოებით, 530 ათასი შემთხვევაა, რაც მსოფლიოს მასშტაბით ამერიკისა და ბრაზილიის შემდეგ მესამე ყველაზე მაღალი მონაცემია.
ასევე ნახეთ: პროტესტი ამერიკაში - რუსეთისა და ჩინეთის დეზინფორმაციის ახალი სამიზნერუსეთში კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილი ადამიანების რაოდენობა მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან შედარებით მნიშვნელოვნად დაბალია. მთავრობის ინფორმაციით, კოვიდ-19-ით ქვეყანაში 6 948 ადამიანი გარდაიცვალა.
Your browser doesn’t support HTML5
„ჩვენ საკმაოდ კარგად ვმუშაობთ და კორონავირუსის სიტუაციიდან თავდაჯერებულად და მინიმალური დანაკარგებით გამოვდივართ... მაგრამ შტატებში ეს არ ხდება,“ თქვა პუტინმა სატელევიზიო გამოსვლაში.
იმავე გამოსვლაში, პუტინმა განაცხადა, რომ ის არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები „საპრეზიდენტო დიქტატურის გაძლიერებას“ ისახავს მიზნად. ქვეყნის მასშტაბით დაგეგმილი რეფერენდუმი 25 ივნისიდან 1 ივლისამდე გაგრძელდება. მან ის უნდა გადაწყვიტოს, მიეცემა თუ არა პუტინს კანონიერი უფლება პრეზიდენტის პოსტზე კიდევ ორი ვადით იყაროს კენჭი.
ასევე ნახეთ: პოლიაკოვა: რუსეთისთვის ამ მდგომარეობიდან გამოსვლა უფრო რთული იქნება, ვიდრე სხვა ქვეყნებისთვის67 წლის რუსეთის პრეზიდენტი პირველად პრეზიდენტად 1999 წელს აირჩიეს. არსებული კონსტიტუციის თანახმად, მას 2024 წელს, საპრეზიდენტო ვადის დამთავრების შემდეგ, პრეზიდენტად კენჭის ყრა აღარ შეუძლია, თუმცა, თუ რეფერენდუმის საფუძველზე რუსეთის კონსტიტუციაში ცვლილებები შევიდა, მას კიდეც ორი ექვსწლიანი ვადით, 2036 წლამდე შეეძლება პრეზიდენტობის გაგრძელება.