რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის თქმით, ბარაკ ობამას გადაწვეტილების საპასუხოდ, მოსკოვი ამერიკელ დიპლომატებს ქვეყნიდან არ გააძევებს.
პრეზიდენტმა ობამამ რუსეთს სანქციები დაუწესა და 35 რუსი დიპლომატის გაძევების გადაწვეტილება მიიღო, არჩევნებში რუსეთის ჩარევის მცდელობისთვის.
„ჩვენ არ შევუქმნით პრობლემას ამერიკელ დიპლომატებს. ჩვენ არავის არ გავაძევებთ,“ ნათქვამია კრემლის განცხადებაში.
კრემლის განცხადებამდე, საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის კომენტარი გავრცელდა, სადაც ის ამბობდა, რომ რუსეთმა საპასუხოდ უნდა იმოქმედოს, ამერიკელი დიპლომატები ქვეყნიდან გააძეოს და მოსკოვის დასავლეთით მდებარე საელჩოს დასასვენებელი სახლი და დედაქალაქის ჩრდილოეთით მდებარე საწყობის შენობა დახუროს.