რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ოფიციალურად გახსნა რუსეთისა და რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმის ნახევარკუნძულის დამაკავშირებელი ხიდი.
კიევი, ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი მოუწოდებდნენ რუსეთს არ აეშენებინა ეს ხიდი, ვინაიდან ეს იქნებოდა უკრაინის სუვერენიტეტის უგულვებელყოფა. უკრაინის დასავლელმა პარტნიორებმა სანქციებიც დაუწესეს იმ კომპანიებს, რომლებიც 19-კილომეტრიანი ხიდის მშენებლობაში იღებდნენ მონაწილეობას.
ხიდის გახსნის ცერემონია რუსეთის მთავარ არხზე პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. პუტინმა მუშებს მადლობა გადაუხადა "უდიდეს პროექტში" მონაწილეობისთვის.
ნოემბერში, კერძო კომპანიამ გამოაცხადა, რომ მოსკოვიდან სიმფეროპოლში, რომელიც ყირიმის ნახევარკუნძულის დედაქალაქია, მატარებელი 23 დეკემბერს დაიძვრებოდა და დანიშნულების ადგილას 2,741 კილომეტრის გავლის შემდეგ, 43 საათ-ნახევარში იქნებოდა.
ახლა ცნობილი გახდა, რომ პირველი რეისი 24 დეკემბერს შესრულდება და 2,009 კილომეტრს, მატარებელი 33 საათში დაფარავს.
ხიდის მშენებელობა 3,7 მილიარდი დოლარი დაჯდა და ის ახლა ევროპის ყველაზე გრძელი ხიდის სტატუსით სარგებლობს.