სამშაბათს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თქვა, რომ რუსეთი მზად იყო შავი ზღვის პორტებიდან უკრაინული მარცვლეულის გაგზავნაში ხელის შესაწყობად, მაგრამ მას სურს, რომ დასავლეთის ქვეყნებმა რუსული მარცვლეულის ექსპორტზე მათი სანქციები გააუქმონ.
პუტინმა ირანში, თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანთან შეხვედრის შემდეგ ისაუბრა, რომელთანაც უკრაინული ექსპორტის განახლების გეგმის შესახებ იმსჯელა.
უკრაინაში რუსეთის შეჭრამ, უკრაინული სავაჭრო საქმიანობა დაარღვია და გლობალურ სურსათით მომარაგებაზე წნეხის პირობებში, გაერო უკრაინიდან ტვირთების გაგზავნის განახლების შესახებ მოლაპარაკებებში იყო ჩართული.
ასევე ნახეთ: ევროკავშირი იმედს იტოვებს, რომ მოლაპარაკების გზით, უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტი განახლდებაფარჰან ჰაქმა, გაეროს გენერალური მდივნის პრეს-მდივნის მოადგილემ სამშაბათს ჟურნალისტებს უთხრა, რომ გაეროს გენერალური მდივანი შეთანხმების მიღწევის შესახებ ოპტიმიზმს ინარჩუნებს. მან ასევე თქვა, რომ გენერალური მდივანი გუტერეში, მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ ორშაბათს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა.
სამშაბათს, პუტინი თეირანში ირანის უმაღლეს ლიდერ აიათოლა ალი ჰამენეისაც შეხვდა და ამით, ორ ქვეყანას შორის უფრო მჭიდრო კავშირებს გაუსვა ხაზი.
იმ დროს, როდესაც რუსეთი უკრაინაში შეჭრის გამო მიმდინარე დასავლური სანქციების წინაშე დგას, მოსკოვი ირანთან, ჩინეთთან და ინდოეთთან სტრატეგიული კავშირების გაძლიერებას ცდილობს.
ირანმა, რომელიც ასევე სანქციების ქვეშაა და თეირანის ბირთვული პროგრამის გამო შეერთებულ შტატებთან მიმდინარე დავები აქვს, იმედი გამოთქვა, რომ რუსეთთან უფრო მჭიდრო კავშირი ექნება.