რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან სატელეფონო საუბარში უარყო ცნობები იმის თაობაზე, რომ რუსეთის ჯარები უკრაინის ქალაქებს ბომბავენ. ამ ინფორმაციას მან ყალბი უწოდა, განაცხადა კრემლმა.
ასევე ნახეთ: ზელენსკი: ნუ გაჩუმდებით, გამოდით ქუჩაში და მხარი დაუჭირეთ უკრაინასროგორც კრემლის მიერ პარასკევს გავრცელებულ ცნობაშია ნათქვამი, შოლცმა შეშფოთება გამოხატა მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის შესახებ ცნობების გამო.
„ამასთან დაკავშირებით ვლადიმირ პუტინმა თქვა,რომ რუსეთის სამხედროები მშვიდობიანი მოქალაქეების უსაფრთხოების შესანარჩუნებლად ყველა ზომას მიმართავენ.“ ცნობის თანახმად, პუტინმა თქვა, რომ ინფორმაცია კიევისა და სხვა დიდი ქალაქების დაბომბვის შესახებ „უხეში პროპაგანდისტული სიყალბეა.“
გარდა ამისა, კრემლის განცხადების თანახმად, პუტინმა შოლცთან საუბარში კვლავ გაიმეორა, რომ უკრაინელ „ნაციონალისტებს“ და „ნეონაცისტებს“ „მძევლებად“ ჰყავთ აყვანილი უცხოელი სტუდენტები, რომლებსაც ისინი ცოცხალ ფარად იყენებენ. მოსკოვის თანახმად, პუტინმა შოლცს მოუწოდა, გავლენა მოახდინოს უკრაინის ხელისუფლებაზე, რომ უცხოელები რაც შეიძლება სწრაფად გაათავისუფლონ და მათი უსაფრთხო ევაკუაცია მოახდინონ.
რუსეთი რამდენიმე დღეა ამტკიცებს, რომ უკრაინული მხარე სამოქალაქო მოსახლეობას და უცხოელებს ცოცხალ ფარად იყენებს. მაგრამ ამის დამადასტურებელი საბუთები არ მოიპოვება.
შოლცთან საუბარში პუტინმა თქვა, რომ მზად არის განიხილოს უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან დაკავშირებული საკითხები... მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი შესრულებული იქნება პირობები, რომლებიც მან კონფლიქტის დაწყების შემდეგ წარმოადგინა. ამის შესახებ dpа იტყობინება.
ასევე ნახეთ: გერმანიის კანცლერი პუტინს უკრაინაში ომის შეწყვეტისკენ მოუწოდებსმანამდე უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ოფისის უფროსის მრჩეველმა, მიხაილ პოდოლიაკმა ლვოვში გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ მოლაპარაკებები შესაძლოა უკვე შაბათს გაიმართოს.
პუტინის მოთხოვნებს შორისაა უკრაინის „დემილიტარიზაცია“; უკრაინის „დენაციფიკაცია“; უკრაინის ნეიტრალური და არაბირთვული სტატუსი; რუსეთის მიერ 2014 წელს ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულის საერთაშორისო აღიარება; და ლუგანსკისა და დონეცკის რეგიონების დამოუკიდებლობა.