ვლადიმირ პუტინი: აშშ, რუსეთი მტრები არ არიან

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ამბობს, რომ მისი რწმენით რუსეთი და შეერთებული შტატები მტრები არ არიან. პუტინმა აქვე საკმაოდ არასერიოზულად შეაფასა კონგრესის მიერ დაწესებული ახალი სანქციები.

დღეს, ვლადიმირ პუტინმა პირდაპირ ეთერში რუსეთის მოქალაქეების კითხვებს უპასუხა. მან განაცხადა, რომ მოსკოვი და ვაშინგტონი მხარდამხარ იბრძოდნენ ორივე მსოფლიო ომში და რომ რუსეთის იმპერია ამერიკის დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვან როლს ასრულებდა.