რუს მომღერლებს სამწლიანი პატიმრობა ემუქრებათ

"პუსი რაიოტსის" წევრი მარია ალიოხინა

პროკურორები ოპოზიციური პანკ-ჯგუფის 3 მომღერლისთვის ხულიგნობის მუხლით გათვალისწინებული 7 წლის ნაცვლად თავისუფლების სამი წლით აღკვეთას ითხოვენ. ფედერალური პროკურორის, ალექსეი ნიკიფოროვის დღეს გაკეთებული განცხადების თანახმად, მუსიკოსთა წარმოდგენა შეურაცხმყოფელი იყო როგორც ტაძრის, ასევე იქ მისული მლოცველებისთვისაც.

ოპოზიცია მიიჩნევს, რომ რუსეთის საკათედრო ტაძარში ე.წ. „საპროტესტო ლოცვის“ შემსრულებელთა სასამართლო საქმე პოლიტიკურ დატვირთვას ატარებს.

ტრიო „პუსი რაიოტის“ წევრები 2012 წლის თებერვალში გამართული წარმოდგენისთვის მარტში დააპატიმრეს და მას შემდეგ დაკავებული არიან. სასამართლო საქმემ უცხოელ მუსიკოსთა და ვარსკვლავთა ყურადღებაც მიიპყრო. პრეზიდენტ პუტინის განცხადებით, ის ანსამბლის წევრების მკაცრად დასჯის მომხრე არ არის.