პუერტო-რიკო წყალდიდობის მოლოდინშია

ერთი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც პუერტო რიკოს ქარიშხალი „მარია“ დაატყდა თავს. კუნძულის მოსახლეობას ჯერაც ბოლომდე არ მიწოდება წყალი და ენერგია.

ამინდის ეროვნული ცენტრი აცხადებს, რომ ოთხშაბათს კუნძულზე ღვარცოფი და წყალდიდობებია მოსალოდნელი.

გუბერნატორი რიკარდო როსელო აცხადებს, რომ თუ კი შეერთებული შტატები 3.4-მილიონიან კუნძულს მნიშვნელოვნად არ დაეხმარება, მოსახლეობა კუნძულის დატოვებას დაიწყებს.

როსელო ვაშინგტონს თხოვს, აღდგენითი სამუშაოების გასაგრძელებლად პრეზიდენტ ტრამპის განკარგულების ვადა გაახანგრძლივონ და აღდგენითი სამუშაოებისთვის, სულ მცირე, 4.6. მილიარდის ოდენობის გრანტი გამოუყონ.