"უცხოეთის აგენტი" მოქმედებაში - ავტორიტეტული რუსული ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია დაიხურა

ვეტერანი რუსი აქტივისი, ლევ პონომარიოვი იძულებული გახდა თავისი ცნობილი და ავტორიტეტული ადამიანის უფლებადამცველი ორგანიზაცია დაეხურა. მიზეზი, „უცხოეთის აგენტების“ შესახებ ვლადიმირ პუტინის მიერ ხელმოწერილი სადავო კანონია.

პონომარიოვმა არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებებისთვის“ დახურვის შესახებ პირველ მარტს, სატელევიზიო ინტერვიუში ისაუბრა, როცა კანონით გათვალისწინებული გაზრდილი ჯარიმები ძალაში შევიდა.

პონომარიოვის ორგანიზაცია, როგორც არარეგისტრირებული ჯგუფი 2019 წელს დაარსდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ადამიანის უფლებათა მონიტრინგისა და ადვოკატირებისთვის შექმნილი მოძრაობის ლიკვიდაციის გადაწყვეტილება რუსეთის უზენაესმა სასამართლომ მიიღო.

ასევე ნახეთ: "უცხოეთის აგენტი" - ვლადიმირ პუტინმა მედიის შემზღუდველ კანონს ხელი მოაწერა


მაშინ, პონომარიოვმა უარი თქვა თავისი ორგანიზაციის უცხოელ აგენტად რესგისტრირებაზე. არასამთავრობო ორგანიზაციებისგან, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდებიან და რუსეთის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ პოლიტიკურ საქმიანობას ეწსევიან, ამ რეგისტრაციას 2012 წელს მიღებული ფედერალური კანონი ითხოვს.

2020 წლის ბოლოს, კანონმდებლობაში ცვლილება შევიდა. ცვლილება რუსეთის მთავრობას საშუალებას აძლავს, „უცხოეთის აგენტების“ სიაში ორგანიზაციებთან ერთად ინდივიდუალური პირებიც შეიყვანოს და მათ შეზღუდვები დაუწესოს.

კანონის სამიზნე ასევე ხდება არარეგისტრირებული ორგანიზაციები. სწორედ ამის გამო, პონომარიოვმა განაცხადა, რომ მისი ორგანიზაციის არსებობა და აქტივისტური საქმიანობა შეუძლებელი ხდება.

„მთავრი პრობელმა ისაა, რომ მე მყავს ათასობით ექსპერტი, მთელი ქვეყნიდან, ვინც ჩემი ორგანიზაციისთვის მუშაობს. ახლა მათი მასობრივი დაჯარიმებაა შესაძლებელი“ - აცხადებს უფლებადამცველი.

79 წლის პონომარიოვი ყოფილი საბჭოთა სახელმწიფო დუმის დეპუტატია. 1991 წელს, ის უძღვებოდა მიხეილ გორბაჩოვის წინააღმდეგ გადატრიალების მცდელობის გამოძიებას საკანონმდებლო ორგანოში.

2020 წლის 28 დეკემბერს, რუსეთის ფედერაციის იუსტიციის სამინისტრომ ის მედიის ჩამონათვალს დაამატა, როგორც ფიზიკური პირი, რომელზეც „უცხოეთის აგენტის“ რეგულაციები ვრცელდება. ხელისუფლებას განმარტებები არ გაუკეთებია.

„უცხოეთს აგენტის“ შესახებ რუსეთის ხელისუფლების მიერ მიღებული კანონი დასავლელი მთავრობების, რუსი და საერთაშორისო უფლებადამცველი ჯგუფების მწვავე კრიტიკის საგანია. კრიტიკოსები აცხადებენ, რომ ეს არის ვლადიმირ პუტინის მთავრობის ძალისხმევა, ჩაახშოს განსხვავებული აზრი. „ჰუმან რაითს უოჩი“ კანონს „შემზღუდავს“ უწოდებს და აცხადებს, რომ მისი მიზანი „დამოუკიდებელი ჯგუფების დემონიზებაა".