ჰარვარდის უნივერსიტეტის ცნობილმა კურსდამთავრებულმა ორშაბათს უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილის მიერ გამოქვეყნებული პალესტინელთა მხარდამჭერი წერილი დაგმო და უნივერსიტეტს მისი ხელმომწერების წინააღმდეგ ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდა. წერილში სტუდენტები ისრაელს რეგიონში ძალადობის გავრცელებაში ადანაშაულებენ.
მებრძოლი ისლამისტების "ჰამასის" მოძრაობა პალესტინელთა ანკლავს, ღაზას აკონტროლებს. "ჰამასის" წარმომადგენლები შაბათს ისრაელში შეიჭრდნენ, ეს ქვეყნის საზღვრების უდიდესი გარღვევა იყო 1973 წლის ომის შემდეგ. დახოცეს ასობით ადამიანი და ბევრი გაიტაცეს. ისრაელი ღაზას საჰაერო იერიშებით უტევს. ორივე მხარეს ასობით ადამიანია დაღუპული.
ასევე ნახეთ: უკრაინის დაზვერვა: უკრაინაში ნადავლის სახით მოპოვებული იარაღის ნაწილი რუსეთმა „ჰამასს“ გადასცაჰარვარდის 34-მა სტუდენტურმა ორგანიზაციამ განაცხადა, რომ "ისრაელის რეჟიმი სრულადაა პასუხისმგებელი მიმდინარე ძალადობაზე", რადგან ეს ათწლეულების განმავლობაში განგრძობითი ოკუპაციის შედეგია. "აპართეიდის მომწყობი რეჟიმი ერთადერთია, ვისაც ბრალი მიუძღვის", - ვკითხულობთ კოალიციის წერილში.
ხელმომწერ ორგანიზაციებს შორის იყო მუსლიმთა და პალესტინელთა მხარდამჭერი ჯგუფები, ასევე სხვადასხვა გაერთიანებაც: "ჰარვარდელი ებრაელები გათავისუფლებისთვის" და "აფრო-ამერიკელთა წინააღმდეგობის ორგანიზაცია". თუმცა ჟურნალისტებს არ აქვთ შესაძლებლობა გადაამოწმონ, რამდენი ადამიანი უჭერს მხარს ამ წერილს.
ჰარვარდის პრეზიდენტმა, მენეჯმენტმა და 15-მა დეკანმა ორშაბათს გამოაქვეყნეს საჯარო წერილი, რომელშიც ნათქვამია, რომ გასულ უქმეებზე "ჰამასის" თავდასხმის შედეგად დატრიალებული უბედურება, განადგურება და სიკვდილი მათთვის სულისშემძვრელია. თუმცა ამ განცხადებაში არც სტუდენტთა წერილი უხსენებიათ ან ის, რომ ეს მასზე პასუხი იყო.
ჰარვარდი ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკაში მნიშვნელოვან და გავლენიან უნივერსიტეტად მიიჩნევა. მის კურსდამთავრებულებს შორის ამერიკის 8 პრეზიდენტი და უზენაესი სასამართლოს 9 მოქმედი მოსამართლეა.