99 წლის ასაკში გარდაიცვალა პრინც ფილიპე, ბრიტანეთის დედოფლის, ელისაბედ 2-ის მეუღლე. მან შვიდ ათეულ წელზე მეტი გაატარა სამეფო ოჯახში და ფორმალური როლის არქონის მიუხედავად, მთელი ცხოვრების მანძილზე, მაქსიმალურად უწყობდა ხელს დედოფალს.
დედოფალ ელისაბედს ის ყოველთვის უკან დაჰყვებოდა და ტრადიციას იცავდა, მაგრამ გადმოცემის მიხედვით, შინ ოჯახის თავი იყო. "კონსტიტუციურად, მე არ ვარსებობ" - იხუმრა პრინცმა ერთხელ. ელისაბედ მეორემ, რომელიც ძალზე თავშეკავებული ქალია და საკუთარ გრძნობებს საჯაროდ თითქმის არასდროს გამოხატავს, ერთხელ ხალხში თქვა, რომ პრინც ფილიპე მისი მთავარი დასაყრდენია. ის "ჩემი კლდეა" - თქვა ელისაბედმა.
განცხადებას პრინც ფილიპეს გარდაცვალების თაობაზე ბუკინგემის სასახლე ავრცელებს. პრინცს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და თითქმის ერთი თვე საავადმყოფოში იმყოფებოდა. ის წარმოშობით საბერძნეთის სამეფო ოჯახიდანაა.
ასევე ნახეთ: ტრუმანიდან-ტრამპამდე, ელისაბედ მეორე და ამერიკის 13 პრეზიდენტი