ნავთობზე ფასი ყოვლდღიურად იზრდება

ნავთობზე ფასი ყოვლდღიურად იზრდება

ნიუ იორკის სავაჭრო ბირჟაზე ნავთობის ფასმა კატასტროფულად იმატა უკანასკნელი 9 თვის მანძილზე და რეკორდულ მაჩვენებელს მიუახლოვდა. ბროკერები შეშფოთებას გამოთქვამენ ირანის ნავთობის ესქპორტის შეფერხებების გამო. ირანმა კვირას ბრიტანულ და ფრანგულ კომპანიებს ნავთობის მიწოდება შეუმცირა. ირანის მხრიდან ეს შურისძიების აქტს წარმოადგენდა, რომელიც მიმართული იყო ევროკავშირის გეგმის საპასუხოდ. ევროკავშირის გადაწყვეტილებით ივლისიდან მოყოლებული ირანის ნავთობზე ემბარგო უნდა დაწესდეს, რაც თავის მხრივ ირანის ბირთვული პროგრამის შეჩერებას ემსახურება.