„როგორ არის შენი შვილი? კარგად არის შენი გოგონა?“ - იმეილი ამ ტექსტით, ჟურნალისტმა ნაზენინ ანსარიმ მიიღო.
ანსარი ფიქრობს, რომ ელექტრონული ფოსტით ეს შეტყობინება, ირანის აგენტისგან მიიღო, რომელიც მის დაშინებსა ცდილობდა.
ამ ვითარებაში, მნიშვნელობა აღარ ჰქონდა იმას, რომ ანსარი ჟურნალისტურ საქმიანობას ირანიდან შორს, ლონდონში ეწეოდა. ჟურნალისტი, მუქარისშემცველი მეილის მიღებისას, ლონდონში ბაზირებული ირანული ონლაინ გამოცემების, „Kayhan London”- ისა და „Kayhan Life”-ის რედაქტორი იყო და თეირანის პოლიტიკურ მოვლენებს, სარედაქციო დამოუკიდებლობით აშუქებდა. თავისუფლების იმ ხარისხით, რომლის უზრუნველყოფა ირანში წარმოუდგენელია.
ამრიგად, ირანიდან 4 300 კმ-ის დაშორებით მომუშავე ჟურნალისტის დაშინებას, ოფიციალურ თეირანთან დაკავშირებული ადამიანები კვლავ ცდილობდნენ.
ახლობელი ადამიანების, ნათესავების, მოშობლებისა და შცულების მიმართ მუქარის შემცველი შეტყობინებები, ირანის მსგავსი ავტორიტარული სახელმწიფოების ტაქტიკის მხოლოდ მცირე ნაწილია. ტაქტიკის, რომლითაც ავტორიტარები, საკუთარი ქვეყნისგან შორს მომუშავე ჟურნალისტების დაშინებას ცდილობენ.
მიმდინარე წლის დასაწყისში, „ამერიკის ხმის“ სპარსული რედაქციის ტელეწამყვანის, მაშინ ალინეჯადის ოჯახის წევრს, ძმას, ირანის ხელისუფლებამ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ალინეჯადმა, რომელიც „ამერიკის ხმის“ სპარსული რედაქციის, ნიუ-იორკის ბიუროს ტელეწამყვანია, ირანს ბრალი მისი ძმის მძევლად აყვანაში დასდო. მისი თქმით, ირანის მიზანი იყო, მას თეირანის შესახებ კრიტიკული ჟურნალისტური საქმიანობა შეეწყვიტა.
ალინეჯადის ირგვლივ განვითარებული ამ უსიამოვნო მოვლენის კვალდაკვალ, „ამერიკის ხმა“ ათობით ჟურნალისტს ესაუბრა, რომლებიც დევნილობაში ცხოვრებენ. „ამერიკის ხმა დაინტერესდა, ჟურნალისტებისგან მოესმინა, თუ რა შედეგი შეიძლება დადგეს მათი ოჯახის წევრებისთვის, მათივე მომზადებული რეპორტაჟების გამო. ჟურნალისტები ვენესუელიდან, ეგვიპტიდან, თურქეთიდან, ჩინეთიდან და სხვა ქვეყნებიდან, „ამერიკის ხმას“ ეუბნებიან, რომ საკუთარი ქვეყნის ხელისუფლებამ, მათზე გამიზნული დევნა, მათივე ახლობლებსა და ნათესავებზე მიმართა.
ჟურნალისტები კონკრეტულ შემთხვევებს აღწერენ. მაგალითად, როგორ ურეკავენ უშიშროების აგენტები მათ ნათესავებს, უწყობენ დაკითხვებს და მოითხოვენ, ნათესავ ჟურნალისტს უთხრან რომ რეპორტიორად მუშაობა შეწყვიტოს. სხვა შემთხვვევაში, ავტორიტარი ხელისუფლებები, საზღვარგარეთ მომუშავე თანამემამულე ჟურნალისტების ნათესავებს, ფინანსურ პრობლემებს უქმნიან, - ათავისუფლებენ სამსახურიდან, უწყვეტენ კონტრაქტებს, უყინავენ აქტივებს. ყველაზე რთულ შემთხვევაში, საზღვარგარეთ მომუშავე ჟურნალისტების მშობლებსა თუ დედმამიშვილებს, განუსაზღვრელი ვადით, უმიზეზოდ აპატიმრებენ.
ჟურნალისტები იძულებულნი არიან, მიიღონ გადაწყვეტილება, განაგრძონ თუ არა პროფესიით მუშაობა. შედეგები მძიმეა, როგორც თავად რეპორტიორებისთვის, ასევე აუდიტორიისთვის, რომელთათვისაც ისინი მუშაობენ.
ნიუ-იორკში ბაზირებული „ჰიუმან რაითს უოჩის“ აღამსრულებელი დირექტორი, კენეტ როთი ამბობს, რომ მთავრობებისთვის ოჯახის წვერების მიმართ მუქარა, ჯურნალისტებზე განხორციელებული ზეწოლის გამოცდილი მეთოდია.
„ზოგიერთმა ოჯახმა ეს რისკი განიხილა და გადაწყვიტა, რომ ოჯახის წევრის საქმიანობის საფასურად, რომელიც ჟურნალისტურ საქმიანობას საზღვარგარეთ ეწევა, საკუთარი მშვიდი ცხოვრება გაიღოს“ - ამბობს როთი.
მაგრამ, მისივე თქმით, რა თქმა უნდა არის შემთხვევები, როცა ოჯახის წვრების უსაფრთხოების რისკი, რეპორტიორებს უბრალოდ აჩუმებს.
„იმ შემთხვევაში, თუ ჟურნალისტი მიიღებს გადაწყვეტილებას, გააკეთოს პირადი არჩევანი, აკრიტიკოს რეპრესიული მთავრობა, ეს არ ნიშავს, რომ იმავე რისკის ქვეშ ცხოვრება მთელ ოჯახს სურს“ - ამბობს „Human Rights Watch” - ს აღმასრულებელი დირექტორი.
„ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე, რობერტ მაჰონი ამბობს, რომ შიშის გამო, ზოგიერთი ჟურნალისტი აშკარა საფრთხის შემცველი მუქარის შესახებ საუბარს თავს არიდებს.
„ზოგიერთ შემთხვევაში, იმის შიშით, რომ საკუთარი ოჯახის წვერებს, ნათესავებს, ახლობლებს, ისედაც მძიმე ყოფა კიდევ უფრო არ დაუმძიმონ, ჟურნალისტები მუქარების შესახებ ხმამაღლა საუბარს თავს არიდებენ“ - ამბობს „ამერიკის ხმასთან“ საუბრისას მაჰონი.
მიუხედავად იმისა, რომ არც „საერთაშორისო ამნისტიას“, არც „ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტს“ არ აქვს ოფიციალური სტატისტიკა, დევნილობაში მყოფი ჟურნალისტების შესახებ, ისინი აცხადებენ, რომ ჟურნალისტების ოჯახის წინააღმდეგ განხორციელებული მუქარა, ავტორიტარულ ქვეყნებში მზარდი ტენდენციაა.
მიმდინარე წლის მარტში, „ბიბისი“-ს სპარსული რედაქციის 102 თანამშრომელი გამოიკითხა. გამოკითხულთაგან 62-მა განაცხადა, რომ ირანში მცხოვრები მათი ერთი, ან ერთზე მეტი ახლობელი, ხელისუფლებას დაკითხვაზე ერთხელ მაინც დაუბარებია, შეუვიწროვებია ან დამუქრებია. გამოკითხულტა ნახევარმა განაცხადა, რომ ხელისუფლებისგან მომავალი საფრთხის გამო, ირანში მშობლების დაკრძალვაზე ჩასვლა ვერ შეძლეს.
„ბიბისი“-ს პრასულენოვანი რედაქციის სპეციალური კორესპონდენტი კასრა ნაჯი, რომელმაც „ამერიკის ხმას“ გამოკითხვის შედეგები გაუზიარა ამბობს, რომ რედაქციის ყოფილი და მოქმედი 152 ჟურნალისტის წინააღმდეგ, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება ირანში ახლაც მიმდინარეობს.
„ამერიკის ხმამ“ კომენტარისთვის გაეროში ირანის წარმომადგენლობას მიმართა, თუმცა თხოვნა უპასუხოდ დარჩა. თუმცა, ირანის წარმომადგენლობის პოზიცია ცნობილია. 2018 წელს, გაეროში ოფიციალური თეირანის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ირანი თავად არის მედიის მსხვერპლი, რომლებსაც მტრულად განწყობილი სახელმწიფოები აფინანსებს.
ციფრულ ეპოქაში, არადემოკრატიული და ავტორიტარი მთავრობებისთვის, ცენზურის გატარება სულ უფრო რთული ხდება. ზოგიერთი ქვეყნის, მათ შორის აშშ-ის, ნორვეგიის, გერმანიის უსაფრთხოებიც დაცვის გარანტით, დევნილი ჟურნალისტები კვლავ ახერხებენ კრიტიკული მასალები მოამზადონ, საკუთარ სამშობლოში არსებული ადამიანი უფლებების მძიმე მდგომარეობის თუ კორუფციის შესახებ.
„იმ ქვეყნებშიც კი, სადაც მთავრობას გადაწყვეტილი აქვს, გააჩუმოს მის მიმართ კრიტიკულად განწყობილი ყველა ადამიანი, მათ შორის ჟურნალისტები, ერთი რამ ნათელია. ამ მთავრობებს არ შეუძლიათ გააჩუმონ დევნილობაში მყოფი ჟურნალისტები. მაშინაც კი, თუ მთავრობა დახურავს კრიტიკულად განწყობილ ყველა მედიასაშუალებას, ხალხს ინფორმაციის მიღება კვლავ შეეძლება“ - ამბობს „ამერიკის ხმასთან“ საუბრისას, „ჰიუმან რაით უოჩის“ აღმასრულებელი დირექტორი, კენეტ როთი.