იშვიათი საპრეზიდენტო ნივთები აუქციონზე გაიყიდება

აუქციონამდე ქალაქ ვაშინგტონში ამ საგნებისა და ნახატების გამოფენა მოეწყო
აუქციონების ცნობილი სახლი "კრისტი" გაასაყიდად ამერიკის პრეზიდენტების კუთვნილ ისტორიულ საგნებსა და ნახატებს გამოიტანს. დედაქალაქში აუქციონამდე ამ საგნების გამოფენა მოეწყო.

იშვიათ ექპონატებს შორისაა პრეზიდენტ ჯორჯ ვაშინგტონის პორტრეტი, რომელიც მე-19 საუკუნეშია შექმნილი. აქვეა ცნობილი ამერიკელი მხატვრის, პოპ-არტის წარმომადგენლის, ენდი ვორჰოლის მიერ შესრულებული სკრინპრინტი, სადაც პრეზიდენტი თეოდორ რუზველტია გამოსახლი. ენდი ვორჰოლმა ეს ნამუშევარი 1986 წელს შექმნა.