საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ლიეტუვის პრეზიდენტი საოკუპაციო ხაზსს ეწვია. გიტანას ნაუსედა სოფელ ხურვალეთში იმყოფება. საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაც.
დღის წესრიგის მიხედვით, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს, ლიეტუვის პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია ხვალ, 1 ივნისს გაიმართება.
ხვალვე დაგეგმილია საქართველოსა და ლიეტვუვის პრეზიდენტების შეხვედრები - ჯერ პირისპირ, შემდეგ კი გაფართოებულ ფორმატში. შეხვედრების შემდეგ, პრესისთვის ოფიციალური განცხადებები გაკეთდება.
ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში. ლიეტუვის პრეზიდენტი ასევე შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და პატრიარქთან.