პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დღეს სახელმწიფო დეპარტამენტს ეწვევა და საგარეო პოლიტიკის საკუთარ ხედვაზე ისაუბრებს.
სიტყვით გამოსვლის დროს, ბაიდენმა შესაძლოა დეტალურად არ ისაუბროს ისეთ მოწინააღმდეგეებთან მიდგომაზე, როგორიც ჩინეთი, ჩრდილოეთ კორეა, რუსეთი და ირანია, თუმცა მოსალოდნელია, რომ ის მოკავშირეებთან ურთიერთობის გაღრმავებაზე და საერთო გლობალური გამოწვევების გადალახვაზე ისაუბრებს.
ასევე ნახეთ: აშშ-რუსეთის სტრატეგიული შეიარაღება - სტარტი III გაფორმებულიათეთრი სახელის პრესმდივანმა ჯენ ფსაკიმ ჟურნალისტებს უთხრა, რომ პრეზიდენტ ბაიდენის მიმართვა ზოგადი იქნება და ის საგარეო პოლიტიკის მიმართულებებს არ დააკონკრეტებს. ფსაკის თქმით, პრეზიდენტს სჯერა, რომ შეერთებულმა შტატებმა მოკავშირეებთან უნდა ითანამშრომლოს ჩინეთიდან მომდინარე გამოწვევებისთვის თავის გასართმევად.
„ამერიკის ხმის“ შეკითხვაზე სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა თქვა, რომ შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის ურთიერთობა „სავარაუდოდ, ყველაზე მნიშვნელოვანი ურთიერთობაა,“ რომელიც მსოფლიოში დღეს არსებობს.
ჩინეთი
შეერთებული შტატების ადმინისტრაცია ჩინეთთან მიდგომის ახალ პოლიტიკას განიხილავს, რომელიც „სტრატეგიული მოთმინებით“ იქნება განსაზღვრული. ამაში შევა პრიორიტეტები, რომლებიც ამერიკას დაეხმარება თავი გაართვას ისეთ საკითხებს, როგორიცაა ჩინეთის როლი მომარაგების ჯაჭვში და სადაზვერვო საფრთხეები, რომლებსაც პეკინი უქმნის ამერიკას.
მოსალოდნელია, რომ ბაიდენმა მალე აღმასრულებელ ბრძანებას მოაწეროს ხელი, რომელიც ამერიკის მომარაგების ჯაჭვს გადახედავს და ყურადღებას კორონავირუსის პანდემიისთვის თავის გასართმევად საჭირო პროდუქციაზე და უცხოელ მომწოდებლებზე გაამახვილებს.
რუსეთი
ასევე ნახეთ: ბაიდენ-პუტინის სატელეფონო ზარი: რას ნიშნავს და რაზე მიანიშნებს ეს საუბარი?პრეზიდენტმა ბაიდენმა ცოტა ხნის წინ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს დაურეკა. თეთრი სახლის განცხადებით, მათ ზოგიერთ ისეთ სადავო თემებზე ისაუბრეს, როგორიცაა ოპოზიციონერი ლიდერის ალექსეი ნავალნის დაკავება და რუსეთის მეირ ამერიკაზე განხორცილებული კიბერთავდასხმა. ამასთან, პრეზიდენტები ახალი სტარტის ხელშეკრულების ხუთი წლით გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.
„ჩვენ საღად ვაფასებთ გამოწვევებს, რომლებსაც რუსეთი წარმოადგენს შეერთებული შტატებისა და მსოფლიოსთვის,“ თქვა ბლინკენმა სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში. მან ასევე აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები „იმუშავებს, რომ რუსეთს მტრული მოქმედებისთვის და ადამიანის უფლებების დარღვევისთვის პასუხისმგებლობა დააკისროს ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ახლო თანამშრომლობით.“