ცესკოს წინასწარი შედეგებით, არჩევნებში „ქართული ოცნება“ ლიდერობს

"ქართული ოცნების" მხარდამჭერები ეგზიტპოლის შედეგების გამოცხადებას ზეიმობენ. თბილისი, საქართველო. 26 ოქტომბერი, 2024 წ.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 3 111 საარჩევნო უბნიდან 2 201-ის ელექტრონულად დათვლილი წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა. ცესკოს მონაცემებით, საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ლიდერობს. ოპოზიციიდან ხმების ყველაზე მეტი რაოდენობა მოიპოვა „კოალიციამ ცვლილებისთვის“.

პარტიების მონაცემები ასეთია:

  • „ქართული ოცნება“ - 52,97%;
  • „კოალიცია ცვლილებისთვის“ - 11,21%;
  • „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ - 9,84%;
  • „ძლიერი საქართველო“ - 9,03%;
  • „გახარია საქართველოსთვის“ - 8,23%;
  • „გირჩი“ - 3,23%;
  • „პატრიოტთა ალიანსი“ - 2,53%.

ცესკოს ცნობით, არჩევნებზე აქტივობამ 58,94% შეადგინა, არჩევნებში მონაწილეობა 2 060 412-მა ამომრჩეველმა მიიღო.

როგორ გადანაწილდება მანდატები პირველადი მონაცემებით

ცესკოს მიერ გამოცხადებული 22:00 საათის მონაცემების მიხედვით, 5%-იან ბარიერს 5 პარტია ლახავს. დათვლილია მიღებული ხმების 70 პროცენტი. ამ მონაცემების მიხედვით, საპარლამენტო უმრავლესობაში მეოთხე ვადით რჩება „ქართული ოცნება“.

3111 უბნიდან დათვლილი 2201 უბნის მიხედვით, მანდატები ასე ნაწილდება: „ქართული ოცნება“ - 88 მანდატი, ოპოზიცია - 62 მანდატი:

  1. "ქართული ოცნება" - 88 მანდატი (საპარლამენტო უმრავლესობისა და მთავრობის დასამტკიცებლად საკმარისია 76 ხმა);
  2. "კოალიცია ცვლილებისთვის" - 19 მანდატი;
  3. "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" - 16 მანდატი;
  4. "ძლიერი საქართველო" - 14 მანდატი;
  5. "გახარია - საქართველოსთვის" - 13 მანდატი.

ვინ გახდება 2024 წლის მოწვევის პარლამენტის დეპუტატი? - სავარაუდო სია

„ქართული ოცნება“ - 88 მანდატი

  1. ბიძინა ივანიშვილი - "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე;
  2. ირაკლი კობახიძე - პრემიერ-მინისტრი;
  3. ირაკლი ღარიბაშვილი - "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ყოფილი პრემიერი;
  4. შალვა პაპუაშვილი - მეათე მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე;
  5. მამუკა მდინარაძე - "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი;
  6. თეა წულუკიანი - კულტურის მინისტრი;
  7. ლაშა ტალახაძე - ძალოსანი;
  8. ვახტანგი თურნავა - ბიზნესმენი;
  9. მაკა ბოჭორიშვილი - მეათე მოწვევის პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე;
  10. გენო პეტრიაშვილი - მოჭიდავე;
  11. სოზარ სუბარი - "ხალხის ძალის" დეპუტატი მეათე მოწვევის პარლამენტში;
  12. მარიამ ქვრივიშვილი - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე;
  13. ანრი ოხანაშვილი - მეათე მოწვევის პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე;
  14. ნიკოლოზ სამხარაძე - მეათე მოწვევის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე;
  15. ეკა ჭიჭინაძე - "ხელოვან ქალთა საერთაშორისო ასოციაციის" ვიცე-პრეზიდენტი;
  16. შოთა ბერეკაშვილი - კომპანია BK constraction-ის დამფუძნებელი;
  17. ლევან მახაშვილი - ევროპისმცოდნეობის დოქტორი;
  18. მიხეილ ყაველაშვილი - "ხალხის ძალის" დეპუტატი მეათე მოწვევის პარლამენტში;
  19. გიორგი გაბუნია - იურისტი;
  20. ლიკა შარტავა - ფსიქოლოგი, საზოგადოებრივი ურთიერთობების სპეციალისტი;
  21. აკაკი ალადაშვილი - თბილისის საკრებულოს დეპუტატი, ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი;
  22. არჩილ ბერიძე - ჯგუფ “ალილოს” სოლისტი, მუსიკოსი;
  23. ანზორ ბოლქვაძე - მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი;
  24. ვლადიმერ ბოჟაძე - თბილისის საკრებულოს დეპუტატი;
  25. ზაურ დარგალი - მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი;
  26. ზაალ დუგლაძე - მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი, საკანონმდებლო ორგანოში მოხვედრამდე დუგლაძე ბიზნესმენი იყო. 2012 წლიდან ის “დუგლაძეების ღვინის კომპანიის” გენერალური დირექტორის პოსტს იკავებდა;
  27. ნიკა ელისაშვილი - ისნის რაიონის გამგებელი;
  28. გოჩა ენუქიძე - მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი, ორჯერ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" და ორჯერ "ქართული ოცნების" წევრის სტატუსით გახდა დეპუტატი - ოთხივე ჯერზე ამბროლაურის მაჟორიტარის სტატუსით;
  29. გიორგი ვოლსკი - მეათე მოწვევის პარლამენტის ვიცე-სპიკერი;
  30. ილია ინჯია - მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატის და ბიზნესმენ ფრიდონ ინჯიას ვაჟი, “ქართული ოცნების” დელეგატი მარტვილში, აბაშაში, წალენჯიხასა და ჩხოროწყუში;
  31. დავით კაჭარავა - მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი, ყოფილი სპორტსმენი;
  32. პაატა კვიჟინაძე - 2012 წლიდან პარლამენტარი. პირველად საკანონმდებლო ორგანოში “ქართული ოცნების” პარტიული სიით მოხვდა, 2016 და 2020 წლებში კი - მაჟორიტარი დეპუტატის სტატუსით. 2024 წელს არის “ქართული ოცნების” დელეგატი საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულში;
  33. დათო კოდუა - 2017 წელს “ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ზუგდიდში, 2024 წელს “ქართული ოცნების” დელეგატი ზუგდიდში;
  34. ვარლამ ლიპარტელიანი - ძიუდოისტი, მრავალგზის პრიზიორი, "ქართული ოცნების" დელეგატი სამგორში;
  35. ზაზა ლომინაძე - მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი, 2024 წელს ის კვლავ ქუთაისშია “ქართული ოცნების” დელეგატი. არის პროფესიით ექიმი და კლინიკა “ლჯ და კომპანიის” დამფუძნებელი;
  36. სამველ მანუკიანი - მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი ახალქალაქი-ნინოწმინდის მაჟორიტარის სტატუსით. 2024 წელს მანუკიანი "ქართული ოცნების" დელეგატია ახალქალაქი-ნინოწმინდაში;
  37. ანტონ ობოლაშვილი - მეათე მოწვევის პარლამენტში მაჟორიტარი დეპუტატი ახალციხის, ადიგენის, ბორჯომისა და ასპინძის ოლქში;
  38. ზურაბ რურუა;
  39. დავით სონღულაშვილი - მეცხრე და მეათე მოწვევის პარლამენტის წევრი. მაჟორიტარი დეპუტატი საგარეჯოში, გურჯაანში, სიღნაღსა და დედოფლისწყაროში;
  40. ირაკლი ქადაგიშვილი - მეათე მოწვევის პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხში. 2024 წელს "ქართული ოცნების" დელეგატია ამავე მუნიციპალიტეტებში.
  41. ზვიად შალამბერიძე - 2024 წლის არჩევნებზე არის “ქართული ოცნების” დელეგატი ზესტაფონში, ბაღდათში, თერჯოლასა და ტყიბულში. საჯარო სექტორში მუშაობის დაწყებამდე სადაზღვევო კომპანიებში მუშაობდა;
  42. ირაკლი შატაკიშვილი - 2020 წელს რუსთავისა და გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატის სტატუსით გახდა პარლამენტის წევრი “ქართული ოცნებიდან”;
  43. დავით შერაზადიშვილი - 2024 წლის ოქტომბრის არჩევნებში “ქართული ოცნების” დელეგატია ბოლნისში, დმანისში, თეთრიწყაროსა და წალკაში. ბოლნისის მერის თანამდებობა უკავია 2017 წლიდან;
  44. ვასილ ჩიგოგიძე - მეექვსე და მეათე მოწვევის პარლამენტის წევრი;
  45. გივი ჭიჭინაძე - მეცხრე და მეათე მოწვევის პარლამენტის წევრი;
  46. გიორგი ჭყონია - “ქართული ოცნების” დელეგატი ქობულეთში. ის მმართველი პარტიის შემადგენლობაში ახალი სახეა, წლებია კორუფციის მკვლევარია;
  47. გიორგი ხახუბია - მეათე მოწვევის პარლამენტის წევრი. დეპუტატი გახდა შუალედური არჩევნების შემდეგ, 2023 წელს. არის ფოთის, სენაკისა და ხობის მაჟორიტარი;
  48. ირაკლი ხელაძე - თბილისის საკრებულოს დეპუტატი;
  49. ვლადიმერ ხინჩეგაშვილი - გორის მერი, 2016 წლის რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი თავისუფალი სტილით ჭიდაობაში. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში არის “ქართული ოცნების” დელეგატი;
  50. დიმიტრი ხუნდაძე - მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი, “ქართული ოცნებიდან” გამოყოფილი პოლიტიკური გაერთიანება “ხალხის ძალის” წევრი, 2024 წელს არის მმართველი პარტიის დელეგატი მცხეთა-მთიანეთში;
  51. გურამ მაჭარაშვილი - მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი, “ქართული ოცნებიდან” გამოყოფილი პოლიტიკური გაერთიანება “ხალხის ძალის” წევრი;
  52. ირაკლი ბერაია - მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი;
  53. ეკა სეფაშვილი - მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი, “ქართული ოცნებიდან” გამოყოფილი პოლიტიკური გაერთიანება “ხალხის ძალის” წევრი;
  54. ზაალ მიქელაძე - მეათე მოწვევის პარლამენტის წევრი;
  55. ვიქტორ ჯაფარიძე - მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი, “ქართული ოცნებიდან” გამოყოფილი პოლიტიკური გაერთიანება “ხალხის ძალის” წევრი;
  56. გიორგი კახიანი - მეათე მოწვევის პარლამენტის ვიცე-სპიკერი;
  57. მაია ბითაძე - მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი;
  58. ვიქტორ სანიკიძე - მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი, ვეტერანი კალათბურთელი;
  59. მარიამ ლაშხი - მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი;
  60. დიმიტრი სამხარაძე - მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი, "ქართული ოცნების" რეგიონული მდივანი;
  61. ნინო წილოსანი - მეათე მოწვევის პარლამენტის ვიცე-სპიკერი, გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე;
  62. რატი იონათამიშვილი - მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი, ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე;
  63. დავითი მათიკაშვილი - მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი;
  64. ვლადიმერ კახაძე - მეათე მოწვევის პარლამენტის უხუცესი წევრი;
  65. ირაკლი მეზურნიშვილი - მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი;
  66. სავალან მირზოევი - მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი;
  67. რამინა ბერაძე - მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი;
  68. სუმბატ კიურეღიანი - მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი;
  69. ალექსანდრე ტაბატაძე - მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი;
  70. ალუდა ღუდუშაური - მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი;
  71. ირმა ზავრადაშვილი - მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი;
  72. ირაკლი ზარქუა - მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი;
  73. გივი მიქანაძე - მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი;
  74. გიორგი სოსიაშვილი - მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი;
  75. ნოდარ ტურძელაძე - მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი;
  76. ბეჟან წაქაძე - მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი;
  77. ალექსანდრე დალაქიშვილი - მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი;
  78. ისკო დასენი - მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი;
  79. ედიშერ თოლორაია - მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი;
  80. გოდერძი ჩანქსელიანი - მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი;
  81. გია ბენაშვილი - მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი;
  82. შოთა ხაბარელი - მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი;
  83. გელა სამხარაული - მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი;
  84. გიორგი ჩაკვეტაძე - მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი;
  85. თენგიზ შარმანაშვილი - მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი;
  86. ირაკლი კირცხალია - მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი;
  87. გიორგი ბარვენაშვილი - მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი;
  88. გენრიეტა წიწავა - მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი.

კოალიცია ცვლილებისთვის: ახალი, დროა, გირჩი - 19 მანდატი

  1. ნანა მალაშხია - თბილისის მერიის საქალაქო სამსახური, წამყვანი სპეციალისტი;
  2. ნიკა მელია - პარტიის, „კოალიცია ცვლილებისთვის“ თავმჯდომარე, პარლამენტის ყოფილი წევრი;
  3. ზურაბ გირჩი ჯაფარიძე - პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების" დამფუძნებელი, პარლამენტის ყოფილი წევრი;
  4. გიგა ლემონჯავა - პარტიის, „კოალიცია ცვლილებისთვის" წევრი;
  5. თენგიზ თევზაძე - პარტიის, „კოალიცია ცვლილებისთვის" წევრი;
  6. ცოტნე კობერიძე - თბილისის საკრებულოს წვერი;
  7. გიორგი კირთაძე - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრი;
  8. ივანე ჭყონია - ბიზნესმენი, „დისტრიბუტორთა ასოციაციის" ხელმძღვანელი, ცოტა ხნის წინ შეუერთდა „კოალიციას ცვლილებისთვის".
  9. ხათუნა სამნიძე - საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის წევრი;
  10. ოქტაი ქაზუმოვი - მწერალი და მთარგმნელი;
  11. მაია კოპალეიშვილი - საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი;
  12. ბორის (ჩელე) ყურუა - პარტიის, „კოალიცია ცვლილებისთვის" წევრი;
  13. ანა გოგოლაძე - თბილისის საკრებულოს წევრი;
  14. გიორგი ბუტიკაშვილი - პარტიის, „კოალიცია ცვლილებისთვის" წევრი, მკვლევარი;
  15. გიორგი იმედაშვილი - პარტიის, „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი;
  16. ელენე ხოშტარია - პარტია „დროას" დამფუძნებელი, პარლამენტის ყოფილი წევრი;
  17. სოფია გოლეთიანი - პარტიის, „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი;
  18. მარიკა არევაძე - პარტიის, „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი, ადვოკატი;
  19. ანი ქავთარაძე - პარტიის, „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი, ექიმი, ბიზნესმენი.

ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა - 16 მანდატი

  1. თინა ბოკუჩავა - „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, პარლამენტის წევრი;
  2. გიორგი ვაშაძე - „სტრატეგია აღმაშენებლის“ დამფუძნებელი, პარლამენტის წევრი;
  3. სოფო ჯაფარიძე - თბილისის საკრებულოს წევრი, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პირადი წარმომადგენელი;
  4. კობა ნაყოფია - პარლამენტის წევრი;
  5. გია ჯაფარიძე - ყოფილი დიპლომატი, პოლიტოლოგი;
  6. პეტრე ცისკარიშვილი - „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი, საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი ლიდერი;
  7. გიგი წერეთელი - „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, პარლამენტის ყოფილი ვიცე-სპიკერი;
  8. ირაკლი ხვადაგიანი - ისტორიკოსი, საბჭოთა წარსულის ლაბორატორიის ("სოვლაბი") გამგეობის თავმჯდომარე;
  9. თამარ კორძაია - პარლამენტის წევრი;
  10. ირაკლი ფავლენიშვილი - „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, აქტივისტი;
  11. კახაბერ ოქრიაშვილი - პარლამენტის წევრი;
  12. რამაზ ნიკოლეიშვილი - პარლამენტის წევრი;
  13. ეკა ხერხეულიძე - პარლამენტის წევრი;
  14. ლევან ხაბეიშვილი - „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, პარლამენტის წევრი;
  15. ლაშა ბაქრაძე - ისტორიკოსი;
  16. ანა წითლიძე - პარლამენტის წევრი.

ძლიერი საქართველო - 14 მანდატი

  1. მამუკა ხაზარაძე - „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი;
  2. ანა დოლიძე - იურისტი, პოლიტიკოსი; პარტიის, „ხალხისთვის“ დამფუძნებელი;
  3. ბადრი ჯაფარიძე - „ძლიერი საქართველოს“ დამფუძნებელი;
  4. ანა ნაცვლიშვილი - პარლამენტის წევრი;
  5. ლევან ცუცქირიძე - „თავისუფლების მოედნის“ დამფუძნებელი;
  6. ირაკლი კუპრაძე - „ძლიერი საქართველოს“ გენერალური მდივანი;
  7. ქეთევან თურაზაშვილი - საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, „მოქალაქეების“ წევრი;
  8. საბა ბუაძე - თბილისის საკრებულოს წევრი;
  9. სალომე სამადაშვილი - პარლამენტის წევრი;
  10. დავით რაქვიაშვილი - უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი;
  11. თამარ ლალიაშვილი - უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე;
  12. გრიგოლ გეგელია - პოლიტიკის თეორიის დოქტორი, „ძლიერი საქართველოს“ საერთაშორისო მდივანი;
  13. ლევან სამუშია - ადვოკატი, „ძლიერი საქართველოს“ პოლიტსაბჭოს წევრი;
  14. ფიქრია ჩიხრაძე - საქართველოს პარლამენტის სამი მოწვევის წევრი, „ძლიერი საქართველოს“ პოლიტსაბჭოს წევრი.

გახარია - საქართველოსთვის - 13 მანდატი

  1. გიორგი გახარია - საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი;
  2. ნათია მეზვრიშვილი - პრემიერ-მინისტრის აპარატის ყოფილი უფროსი, შს მინისტრის ყოფილი მოადგილე, ყოფილი პროკურორი;
  3. დიმიტრი ცქიტიშვილი - პარლამენტის ყოფილი წევრი;
  4. კახაბერ ქემოკლიძე - უსაფრთხოების სფეროს სპეციალისტი;
  5. ზვიად ძიძიგური - პოლიტიკოსი, პარლამენტის ყოფილი ვიცე-სპიკერი;
  6. ზაზა თავაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე;
  7. ანა ბუჩუკური - პარლამენტის წევრი;
  8. ბერდია სიჭინავა - იურისტი, პარტიის აღმასრულებელი მდივანი;
  9. როინ ქოჩორაშვილი - 2021 წლიდან პარტიის, „საქართველოსთვის“ წევრი;
  10. ბექა ლილუაშვილი - პარლამენტის წევრი;
  11. თეონა აქუბარდია - პარლამენტის წევრი;
  12. ლევან გოგიჩაიშვილი - პარლამენტის ყოფილი წევრი;
  13. გიგა ფარულავა - ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე.

საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2024