პეტრო პოროშენკომ დღეს გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ უკრაინაში ჩამოგდებული თვითმფრინავის მგზავრების „მკვლელებმა უნდა იცოდნენ, რომ სასჯელი გარდაუვალი იქნება“.
დღეს ერთი წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც უკრაინაში ამბოხებულების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე მალაიზიური ავიახაზების თვითმფრინავი ჩამოაგდეს. მასზე მყოფი 298 ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა. უკრაინის პრეზიდენტი ამ ფაქტს „ულმობელ ტერორისტულ იერიშს“ უწოდებს და ამბობს, რომ ფატალური გასროლა მხოლოდ რუსეთის მონაწილეობით შეიძლებოდა რომ მომხდარიყო.
პეტრო პოროშენკომ დღეს გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ მსხვერპლის პატივისცემა და ამ გასროლაზე პასუხისმგებელი ადამიანების დასჯა უკრაინის „მორალური ვალია“. მისი თქმით „მკვლელებმა უნდა იცოდნენ, რომ სასჯელი გარდაუვალი იქნება“. კრემლი და უკრაინელი ამბოხებულები მომხდარში თავს დამნაშავედ არ სცნობენ და პასუხისმგებლობას უკრაინულ ძალებს აკისრებენ.