პოროშენკოს ბიზნესისი გარდა სამთავრობო გამოცდილება აქვს. მას საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრის პოსტები ეკავა
პეტრო პოროშენკო მილიარდერი ბიზნესმენი და ვეტერანი პოლიტიკოსია. ანდერს ასლუნდი, საერთაშორისო ეკონომიკის ინსტიტუტიდან, ათი წელიწადია მას იცნობს.
„მას ყველასთან შეუძლია საერთო ენის გამონახვა, ის საკმაოდ ქარიზმატულია და კარგი ხელმძღვანელია. შეიძლება ითქვას, რომ ის მემარჯვენე ცენტრისტი ან ცენტრისტია. მას ძალიან ცოტა მტერი ჰყავს. მას საქმეების მოგვარების უნარი აქვს და უკრაინაში კვების მრეწველობაში, ძირითადად შოკოლადის წარმოებაში, წარმატებული ბიზნესმენი იყო.“
პოროშენკო უკრაინის უდიდეს ტკბილეულის კომპანია „როშენ“-ს ფლობს და ასევე „მეხუთე არხს“, უკრაინაში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სატელევიზიო სადგურს, რომელიც „ამერიკის ხმის“ პარტნიორია. მას სხვა ბიზნეს ინტერესებიც აქვს, სადაც გემთმშენებელი ვერფებიც შედის. მისი ქონება 1.3 მილიარდ დოლარად ფასდება და უკრაინის უმდიდრეს ადამიანთა შორის მეშვიდე ადგილზეა.
პოროშენკოს სამთავრობო გამოცდილებაც აქვს. მას საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრის პოსტები ეკავა. ის მტკიცედ უჭერდა მხარს „ნარინჯისფერ რევოლუციას“, რომელმაც 2004 წელს, ვიქტორ იუშჩენკო და იულია ტიმოშენკო მოიყვანა ხელისუფლებაში. მან წამყვანი როლი ითამაშა კიევის ცენტრალურ მოედანზე გამართულ საპროტესტო გამოსვლებში, რამაც თებერვალში, პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის დამხობა გამოიწვია.
პოროშენკო ოლიგარქად მოიაზრება, მაგრამ კლინტონის პრეზიდენტობის პერიოდის, შეერთებული შტატების ელჩი უკრაინაში, სტივენ პაიფერი ამბობს, რომ ის არ არის ოლიგარქი ამ განსაზღვრების ზუსტი არსის შესაბამისად.
„ბევრმა ოლიგარქმა თავისი აღმასვლა 90-იან წლებში დაიწყო, როცა სახელმწიფო ფასებსა და მსოფლიო ფასებს შორის არსებული განსხვავება გამოიყენეს. თუ თქვენ, 90-იანი წლების დასაწყისის უკრაინაში, გასაყიდი საქონლის, როგორიცაა ნავთობი ან გაზი, სახელმწიფო ფასად შესყიდვა შეგეძლოთ და მერე, როგორღაც, მსოფლიო ფასად გაყიდვის საშუალება გქონდათ, უზარმაზარი მოგების მიღება შეგეძლოთ. ვფიქრობ, რომ პოროშენკომ თავისი ფული ბეჯითი შრომით, შემოქმედებითი იდეებით და ბიზნესის კარგი შეგრძნების წყალობით იშოვა.“
პოროშენკომ არჩევნებში დამაჯერებლად გაიმარჯვა. მან ხმების 55 პროცენტი მიიღო, რაც უბრალო უმრავლესობაზე მეტი იყო და ამით არჩევნების მეორე ტური აიცილა.
ექსპერტები ამბობენ, რომ პოროშენკოს წინ მძიმე გამოწვევები ელის. მთავარი გამოწვევაა, აღმოსავლეთ რეგიონებში, დონეცკში და ლუგანსკში ძალადობის შეწყვეტა, სადაც შეიარაღებული სეპარატისტების და უკრაინის სამხედრო ძალების დაპირისპირება ხდება.
პოროშენკო ამბობს, რომ პრეზიდენტის რანგში, პირველ ვიზიტად დონეცკში წავა.
ყოფილი ელჩი სტივენ პაიფერი ამბობს:
„მას საშულება აქვს იქ ჩავიდეს, ხალხს გაესაუბროს და უბრალოდ დაარწმუნოს, რომ მზად არის მათთვის მნიშვნელოვანი საკითხების მოსასმენად. მას ასევე ექნება იმის შეგრძნება, რომ ის მხოლოდ დასავლეთი და ცენტრალური უკრაინის პრეზიდენტი არ იქნება, მას მთელი უკრაინის პრეზიდენტობა სურს.“
ექსპერტები ამბობენ, რომ კიდევ ერთი გამოწვევა ის იქნება, თუ პოროშენკო როგორ მოახერხებს თავისი პოლიტიკის გაწონასწორებას იმისთვის, რომ ევროკავშირთანაც განამტკიცოს კავშირი და რუსეთთან ურთიერთობაც გააუმჯობესოს იმ დროს, როცა მოსკოვი უკრაინის დესტაბილიზაციას ცდილობს.
პოროშენკო ამბობს, რომ ამ თვის ბოლოს, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას ხელს მოაწერს. ეს შეთანხმება, სხვა საკითხებთან ერთად, უკრაინასა და ევროკავშირს შორის თავისუფალი ვაჭრობის ზონას შექმნის.
პაიფერი ამბობს, რომ მთავარი კითხვა ის არის, რა რეაქცია ექნება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს თუ ეს ხელმოწერა შედგა.
„თებერვალში, უკრაინის დროებით მთავრობაზე მთავარი ზეწოლა მაშინ დაიწყო, როცა ნათელი გახდა, რომ დროებითი მთავრობა, იანუკოვიჩის გაქცევის შემდეგ, ევროკავშირის ვარიანტის არჩევას და ასოცირების შეთანხმებაზე ხელმოწერას აპირებდა. როცა ეს ნათელი გახდა, მაშინ მოხდა ყირიმის დაპყრობა, რუსეთში ზოგიერთი უკრაინული პროდუქტის ექსპორტის აკრძალვა, გაზის ფასის აწევა და აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების მხარდაჭერა.“
პაიფერი ამბობს, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისთვის, ასოცირების შეთანხმება, უკრაინის რუსეთის ინტერესების სფეროდან გაყვანას იწყებს, რისი მოხდენაც მას არ სურს. პაიფერი ამბობს, რომ უნდა დაველოდოთ პუტინი ამ ხელმოწერის ჩასაშლელად რას მოიმოქმედებს, თუ საერთოდ რამეს მოიმოქმედებს.