რომის პაპი კათოლიკურ მედიას "რასიზმის გადალახვისკენ" მოუწოდებს

რომის პაპმა შეერთებულ შტატებში კათოლიკურ მედიას მოუწოდა „რასიზმის დაავადების და უსამართლობის“ გადალახვისკენ. პაპი ფრანცისკე აფრო-ამერიკელი მამაკაცის, ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებაზე და შემდგომ საპროტესტო გამოსვლებზე საუბრობდა.

ასევე ნახეთ: ქორწინებაში მყოფი ადამიანი მღვდელი ვერ იქნება - რომის პაპი

ჩრდილოეთ ამერიკაში კათოლიკე ჟურნალისტებთან ვირტუალურ კონფერენციაზე, პაპმა განაცხადა, რომ კათოლიკურმა მედიამ დიალოგს უნდა შეუწყოს ხელი და სიცოცხლე დაიცვას.

პაპი ფრანცისკე ფლოიდის დაკავებისას გარდაცვალებას ადრეც გამოეხმაურა. მან დაგმო ძალადობა დემონსტრაციებზე, თუმცა აღნიშნა, რომ „ჩვენ არ უნდა დავხუჭოთ თვალები ნებისმიერი ფორმის რასიზმის და გარიყვის წინაშე“.

ასევე ნახეთ: „ეკლესიის მარცხს არ მისცეთ საშუალება, ღმერთს დაგაშოროთ“ - რომის პაპი

ფლოიდი, მინესოტას შტატის ქალაქ მინეაპოლისში 25 მაისს მას შემდეგ გარდაიცავალა, რაც პოლიციელს, რომელიც მას აკავებდა, მის კისერზე ფეხი თითქმის 9 წუთის განმავლობაში ებჯინა.

ასევე ნახეთ: ფლოიდის დაკრძალვის შემდეგ პროტესტი კვლავ გაგრძელდება

მის გარდაცვალებას შეერთებულ შტატებში ფართომასშტაბიანი გამოსვლები სლოგანით „შავკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია“ მოჰყვა. პოლიციის ოფიცერი დერეკ შოვინი, რომელიც მის დაკავებაში მონაწილეობდა, მკვლელობის ბრალდებით დააპატიმრეს. დაკავებულები არიან ასევე სხვა ოფიცრები, რომლებიც ინციდენტის დროს ადგილზე იმყოფებოდნენ.