რომის პაპმა ამერიკელ გენერალს მარკ მილის ვატიკანში უმასპინძლა. შეხვედრაზე პაპმა ამერიკის შეერთებული შტატების გაერთიანებული შტაბის თავმჯდომარესთან ერთად სხვადასხვა საკითხებზე ისაუბრა, მათ შორის მთავარი აქცენტი გაკეთდა უკრაინაში ომსა და მშვიდობაზე.
მილი კათოლიკეა და როგორც მოგვიანებით მისმა თანმხლემა პირებმა ჟურნალისტებთან თქვეს, მისთვის დიდი პატივი იყო პაპთან შეხვედრა. ამერიკელი გენერალი ევროპაში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა და ის რამდენიმე ქვეყანას სტუმრობდა. აშშ-ის გაერთიანებული შტაბის თავმჯდომარე ამბობს, რომ პაპი ღრმად არის შეშფოთებული უკრაინაში მიმდინარე პროცესებით, განსაკუთრებით მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლით, რაც გამოწვეულია რუსეთის ომით, რომელიც 2022 წლის თებერვალში დაიწყო.
ასევე ნახეთ: უკრაინა აცხადებს, რომ სამხრეთ-აღმოსავლეთში სტრატეგიული მნიშვნელობის სოფელში შევიდამილი ამბობს, რომ რუსეთი უკრაინაში „ტერორს“ ახორციელებს და მოსკოვის ქმედებებს აკრიტიკებს. ამერიკელი გენერლის თქმით, მოსკოვის სტრატეგიის ნაწილს უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურება წარმოადგენს.
გენერალი მარკ მილი, ერთ-ერთია ამერიკელ სამხედრო მაღალჩინოსნებს შორის რომელიც მხარს უჭერს უკრაინისთვის მილიარდობით დოლარის სამხედრო შეიარაღების მიწოდებას, რათა კიევმა შეძლოს და დაიცვას ქვეყანა რუსული აგრესიისგან. ოთხვარსკვლავიანი ამერიკელი გენერალი წლის ბოლოს პენსიაში გადის.
ვატიკანს ამ დრომდე შეხვედრის დეტალებზე ინფორმაცია არ გაუვრცელებია, თუმცა აღნიშნულია, რომ ამერიკელ გენერალსა და პაპს შორის შეხვედრა შედგა. 86 წლის პაპმა ვაშინგტონში, მოსკოვში და კიევში სამშვიდობო დესპანი, იტალიელი კარდინალი, მატეო ზუპი გაგზავნა. კარდინალის მთავარი ამოცანაა უკრაინიდან ბავშვების უკანონო დეპორტაციის საკითხზე მუშაობა.
კიევი ამბობს, რომ 2022 წლის თებერვლის შემდეგ რუსეთმა უკრაინიდან 19 500-ბავშვის უკანონო დეპორტაცია მოახდინა. ვატიკანში ამბობენ, რომ მატეო ზუპი მოგვიანებით ჩინეთშიც ჩავა, სადაც ის შეეცდება პეკინის მხარდაჭერის მოპოვებას.