მაიკ პომპეო ვიზიტით ლათინურ ამერიკაში ჩავა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო, ლათინურ ამერიკაში, ადგილობრივ ლიდერებთან პირისპირ შესახვედრად მიდის. მოლაპარაკების საკითხი მექსიკისა და ცენტრალური ამერიკის ქვეყნებიდან ამერიკაში ემიგრაციის საკითხი, ორმხრივი ურთიერთობები, ტერორიზმი იქნება.

პომპეოს ვიზიტთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს სპიკერმა მორგან ორტაგუსმა: „19-დან 21 ივლისამდე სახელმწიფო მდივანი ბუენოს აირესს, ეკვადორს, მეხიკოს და სან-სალვადორს ეწვევა, სადაც უსაფრთხოების საკითხების გაღრმავებაზე სამუშაოდ ჩავა.“

არგენტინაში ყოფნის დროს, პომპეო მოკავშირეებთან ერთად, კონტრტერორისტულ კონფერენციაშიც მიიღებს მონაწილეობას. კონფერენცია ბუენოს აირესში 25 წლის წინ ებრაული ცენტრის დაბომბვას ემთხვევა. მაშინ, 85 ადამიანის მკვლელობაში არგენტინელმა პროკურორებმა ჰეზბოლას და ირანის ხელწერა ამოიცნეს.