მაიკ პომპეო: ვენესუელაში ვითარება კვლავ უარესდება

ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი მაიკ პომპეო

დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს დირექტორი ამბობს, რომ „სავსებით“ შესაძლებელია ვენესუელა შეერთებული შტატებისთვის რისკის შემცველი გახდეს.

მაიკ პომპეომ ფოქს ნიუსთან ინტერვიუში თქვა, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა ვენესუელაში სამხედრო ინტერვენციის შესაძლებლობა გაზარდა. ტრამპი ცდილობდა „ვენესუელის ხალხისთვის მიეცა ისეთი ვითარების შექმნის იმედი და შესაძლებლობა, სადაც დემოკრატიის აღდგენა იქნება შესაძლებელი“.

პომპეომ თქვა, რომ შესაძლოა ვენესუელა ამერიკელებისთვის რისკად იქცეს, თუ ქვეყანა კიდევ მეტ ქაოსში ჩაეშვება. მისი სიტყვებით: „ იქ არიან კუბელები, იქ არიან რუსები, ირანელები. ჰეზბოლაც იქ არის. ეს ისეთი რამ არის, რომელიც ძალიან, ძალიან ცუდ ადგილად გადაქცევის რისკს შეიცავს, ამიტომ ამერიკამ ამას ძალიან სერიოზულად შეხედოს“.