აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არ ვარაუდობს ეკონომიკური სანქციების შესუსტებას ჩრდილოეთ კორეაზე მანამ, სანამ არ დარწმუნდება, რომ ფხენიანმა „საგრძნობლად შეამცირა“ ბირთვული იარაღის განვითარების რისკი.
პომპეომ ეს განცხადება სატელევიზიო ეთერში ხუთშაბათს, "ენ-ბი-სის" ინტერვიუში გააკეთა. „არ მინდა დისკუსიაში შემოვიდე, თუ რას დავთმობთ, ან რას დათმობს ის [ფხენიანი], მაგრამ ამერიკელმა ხალხმა მინდა იცოდეს, რომ ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ ყველა დროის უმკაცრესი სანქციები გვაქვს დაწესებული. მათ არ შევასუსტებთ, სანამ არ დავრწმუნდებით რომ შემცირებულია რისკი.“
პომპეომ ასევე იმედი გამოთქვა, რომ ორი ქვეყნის ლიდერი, მომავალი შეხვედრისას, „ისტორიულ ნაბიჯს“ გადადგამს წინ.“