შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს ხვდება ეკონომიკურ და უსაფრთხოების საკითხებზე სასაუბროდ.
ამერიკის პირველმა დიპლომატმა მონაწილეობა მიიღო პარიზში მდებარე ტერორიზმის მსხვერპლთა მემორიალის გვირგვინით შემკობის ცერემონიაში.
ასევე ნახეთ: სახელმწიფო დეპარტამენტი: პომპეო საქართველოში არჩევნებსა და დემოკრატიულ პროცესებს განიხილავსსაფრანგეთის შემდეგ, პომპეო თურქეთს ეწვევა სადაც მსოფლიო პატრიარქ ბართლომეს შეხვდება.
თურქეთის შემდეგ სახელმწიფო მდივანი საქართველოში და შემდეგ ისრაელში გაემგზავრება. ისრაელში შეხვედრების ერთ-ერთი მთავარი თემა ბაჰრეინსა და არაბთა გაერთიანებული საემიროების მიერ ისრაელთან ურთიერთობის ნორმალიზება და ამერიკის შუამდგომლობით მიღწეული აღიარების შეთანხმება იქნება. ისრაელში დაგეგმილ შეხვედრას, მაიკ პომპეოსა და პრემიერ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან ერთად, სავარაუდოდ, ბაჰრეინის საგარეო საქმეთა მინისტრიც დაესწრება.
ისრაელიდან პომპეო არაბთან გაერთიანებულ საამიროებში, ყატარსა და საუდის არაბეთში ჩავა.