მთიან ყარაბაღში მიმდინარე დაპირისპირების ფონზე, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო, სომხეთის და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებს ცალ-ცალკე შეხვდა. ვაშინგტონში გამართული შეხვედრების შესახებ განცხადებას სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი მორგან ორტაგუსი ავრცელებს.
ამ განცხადების თანახმად, მაიკ პომპეომ, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვთან და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ზორაბ მნაცაკანიანთან, ძალადობის დასრულების საჭიროებასა და მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის აუცილებლობაზე ისაუბრა. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ხაზი გაუსვა ეუთოს ეგიდით, "არსებითი მოლაპარაკების" სტადიაზე გადასვლის და მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებთან ერთად, კონფლიქტის რეზოლუციაზე მსჯელობის დაწყების მნიშვნელობას.
ასევე ნახეთ: ფაშინიანი: "ყარაბაღის საკითხი ვერ გადაიჭრება დიპლომატიური გზით"