შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ბელარუსში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და ამბობს, რომ ამერიკა შთაგონებულია ბელარუსი ხალხის თავისუფალი ნების გამოხატვით, რომელიც საკუთარი მომავლის განსაზღვრას ისახავს მიზნად.
სახელმწიფო მდივანი აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები როგორც ყოველთვის, მხარს უჭერს ბელარუსის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ისევე, როგორც - ბელარუსების მისწრაფებებს საკუთარი ლიდერები აირჩიონ და გარეშე ინტერვენციისგან თავისუფალი მომავალი განსაზღვრონ.
ასევე ნახეთ: ბელარუსი ინდივიდუალური სანქციების მოლოდინში - ევროკავშირი არჩევნების შედეგებს არ ცნობსპომპეო აქვე დასძენს, რომ აშშ შეშფოთებულია 9 აგვისტოს, არჩევნებზე მომხდარი "სერიოზული დარღვევებით და გმობს მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობას, ოპოზიციის კანდიდატების და აქციის მშვიდობიანი მონაწილეების დაკავებას, ბელარუსში ინტერნეტის დაბლოკვას და დაკავებულთა შეურაცხყოფას." სახელმწიფო მდივანი უსამართლოდ დაკავებულთა დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და გაუჩინარებულთა შესახებ ინფორმაციას ითხოვს.
ასევე ნახეთ: რა ბედი ელის ბელარუსს?პომპეოს განცხადება ასევე ამბობს, რომ 9 აგვისტოს არჩევნებმა ბელარუსში, არ ასახა ხალხის ნება და ვერ დააკმაყოფილა სტანდარტი, მათ შორის ეუთოს სტანდარტი, საერთაშორისო ორგანიზაციისა, რომლის წევრია ბელარუსი.
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო მოუწოდებს ბელარუსის მთავრობას, აქტიურად ჩართოს მოლაპარაკებებში ქვეყნის საზოგადოება, მათ შორის ახლადშექმნილი ეროვნული საკოორდინაციო საბჭო, რათა "მომავლისა და წარმატებული ბელარუსის" ასაშენებლად, ხმა ბელარუსი ხალხის მოთხოვნებსაც მიეცეს.
ასევე ნახეთ: ევროკავშირის სანქციები ბელარუსს - რა შეუძლია ევროპას?