მიშელ ობამა, ამერიკელების აზრით, ის ქალია, რომელსაც მსოფლიოში ყველაზე მეტ პატივს სცემენ. ყოფილი პირველი ლედი ჰილარი კლინტონის შემდეგ პირველი ქალია, რომელმაც ეს შეფასება მოიპოვა. ორგანზაცია „გალოპის“ კვლევის თანახმად, კლინტონს ეს პოზიცია 17 წელი ეკავა.
კვლევამ, რომელიც "გალოპმა" დეკემბრის დასაწყისში ჩაატარა, ამერიკელებს ჰკითხა დაესახელებინათ ყველაზე სათაყვანებელი ქალი და მამაკაცი მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან.
კაცებში პირველ ადგილზე ბარაკ ობამა გავიდა. ოპრა ვინფრი მეოთხეზე, შემდეგ დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედი, რომელსაც გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი მოჰყვება.