ამერიკაში იარაღის მყიდველთა შემოწმების გამო აზრთა სხვადასხვაობა გრძელდება
ამერიკელი კანონმდებლები განიხილავენ ახალ რეგულაციას, რომლის მიხედვით იარაღის მყიდველის წარსულის შესწავლა ხდება. აღნიშნული კანონ-პროექტი კონექტიკუტის შტატის ქალაქ ნიუთაუნის, სენდი ჰუკის სკოლაში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ შევა ძალაში. სკოლაში თავდასხმის შედეგად 20 მცირეწლოვანი და 6 მასწავლებელი დაიღუპა.
პოლიციის ვეტერანი შერიფი ხელმძღვანელობს სამართალდამცავ სააგენტოებს, რომელთა მიზანია ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ძალადობის შემცირება იმის გათვალისწინებით, რომ არ მოხდეს იარაღის მფლობელი სხვა ამერიკელების კონსტიტუციური უფლების შეზღუდვა.
ვაშინგტონში გამართულ ცერემონიაზე ბალტიმორის პოლიციის შეფმა ჯიმ ჯონსონმა ცეცხლსასროლი იარაღით თავდასხმის შედეგად დაღუპულთა გვარები წაიკითხა.
ჯონსონი სამართალდამცავი ორგანოების ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სახეს წარმოადგენს კაპიტოლიუმში, რომელიც კანონმდებლებზე ზეწოლას ახდენს იმისათვის, რომ ქვეყანაში იარაღზე კონტროლი გაძლიერდეს.
ჯიმ ჯონსონი: ეს არ ნიშნავს იმას რომ, ამერიკელებს საერთოდ არ ჰქონდეთ იარაღის ტარების უფლება, არამედ ეხება იმას რომ, იარაღი შორს იყოს იმ ადამიანებისგან, რომლებსაც არ უნდა ჰქონდეთ ის.
ჯონსონს სურს რომ კანონმდებლებმა აკრძალონ გარკვეული ტიპის მოიერიშე იარაღი საბრძოლო ვაზნებთან ერთად რომელიც მისი თქმით, მასობრივი მკვლელობების განხორციელებას აადვილებს. იგი კონექტიკუტში სენდი ჰუკის სკოლაში ფსიქიკურად დაავადებული ადამიანის მიერ 26 ადამიანის ცეცხლსასროლი იარაღით დახოცვის შემდეგ კონგრესის წინაშე სიტყვით გამოვიდა. გარდაცვლილებს შორის ბავშვები და მასწავლებლებიც იყვნენ.
ჯიმ ჯონსონი: როგორც წესი, გამოძიების მიზნით მკვლელობის ადგილას ეძებენ ტყვიებს და მასრებს. მსხვერპლი პისტოლეტიდან მრავალჯერად გასროლას მოყვა.
ჯონსონი ხელმძღვანელობს სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლობას ცეცხლსასროლი იარაღით თავდასხმის პრევენციის შესახებ. ეს ჯგუფი ასევე მოითხოვს იმ ადამიანების საერთო შემოწმებას რომლებიც, იარაღს ინტერნეტში გამართული გამოფენებიდან ყიდულობენ. სტატისტიკის თანახმად, იარაღის 40% სწორედ მსგავსი გამოფენების დროს იყიდება. არსებული კანონის მიხედვით, ქვეყანაში არსებული 55 ათასი იარაღის დილერის შემოწმება ხდება.
ჯიმ ჯონსონი: მსგავსი შემოწმება კარგად მუშაობს. თხუთმეტი წლის განმავლობაში თითქმის ორი მილიონი შესყიდვა გაუქმდა. დილერი, რომლისგანაც იარაღს ყიდულობთ, შესაბამისი ლიცენზია აქვს, ასე რომ თუკი პოლიციას გამოძიება სურს, მას აქვს მონაცემები და შეუძლია აღადგინოს დანაშაულის ჯაჭვი.
ცეცხლსასროლი იარაღის ბევრი დამცველი ამბობს რომ, იარაღის კონტროლის გამკაცრებაზე აქცენტი, თუნდაც ბოლო დროინდელი მასობრივი თავდასხმების მიუხედავად, შეცდომაა. ვირჯინიის შტატის იარაღის მაღაზიის მფლობელი ირლ კურტისი ამ თემაზე საუბრობს.
ირლ კურტისი: აქ ფსიქიკური პრობლემები იარაღის კონტროლზე უფრო მნიშვნელოვანია.
წარმოდგენილი კანონ-პროექტის ოპონენტები ასევე ამბობენ რომ, ეს მეთოდები კანონ-მორჩილ იარაღის მფლობელებსაც მკაცრად მოეპყრობა და იარაღით ძალადობის შემთხვევებს ვერ შეაჩერებს.
ცოტა ხნის წინ მერილენდის შტატმა გაამკაცრა კონტროლი მოიერიშე ტიპის ცეცხლსასროლი იარაღით და საბრძოლო ვაზნებით ვაჭრობაზე, ასევე დააწესა ლიმიტი მხოლოდ ათი ტყვიის გაყიდვაზე. ჯონსონი ამბობს რომ, ასეთი მეთოდებით გადაარჩენენ ადამიანების სიცოცხლეს და არ დაირღვევა უფლება იარაღის ტარებისა და შენახვის შესახებ.
ჯიმ ჯონსონი: მსურს მოსახლეობის, პოლიციის დაცვა . ჩემი ვაჟიშვილიც ასევე პოლიციის ოფიცერია, და ვფიქრობ, რომ შეგვიძლია ერთად მივაღწიოთ მიზანს ისე, რომ სხვების უფლებები არ შეიზღუდოს.
ანალიტიკოსები ამბობენ რომ, კანონმდებლობის მომავალი ბედი იარაღთან დაკავშირებით გაურკვეველია, რადგან კონგრესში არის საკმაოდ ძლიერია ოპოზიცია რომელიც არ უჭერს მხარს მოიერიშე იარაღის აკრძალვას და იარაღის გამოფენაზე იარაღის მყიდველის წარსულის შემოწმებას.