12 დღეა ამერიკის შეერთებული შტატების 40-ზე მეტ ქალაქში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს, რის გამოც მერებისა და გუბერნატორების გადაწყვეტილებით, პერიოდულად საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს. პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის ხშირია შეტაკებები. ამ დროის მონაცემებით, ამერიკის შეერთებულ შტატებში 3000-ზე მეტი დემონსტრანტი, სხვადასხვა ბრალდებითაა დაკავებული.
რამდენიმე საათის წინ კი ცნობილი გახდა, რომ ნიუ-იორკში 57 სამართალდამცავმა, კოლეგების სოლიდარობის ნიშნად, სამსახური დატოვა.
საქმე ეხება ნიუ-იორკის ქალაქ ბუფალოში მომხდარ შემთხვევაშ, როდესაც სამართალდამცავმა საპროტესტო აქციის 75 წლის მონაწილეს ხელი ჰკრა, დემონსტრანტი კი ძირს დავარდა და თავის არედან სისხლდენა დაეწყო.
ინციდნეტის ამსახველი ვიდეო ინტერნეტსივრცეში გავრცელდა. ინციდენტში მონაწლიე ორი პოლიციელის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო, მანამდე კი უფლებამოსილება შეუჩერეს. სწორედ ეს გახდა, კიდევ 57 სამართალდამცავის პროტესტის მიზეზი.
თავდაპირველად, მედიის საშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ 57 სამართალდამცავი სამსახურიდან გაათავისუფლეს, თუმცა, ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ მათ კოლეგების უფლებამოსილების შესწყვეტის გამო, თავად გამოხატეს პროტესტი და თავად გადადგნენ.
გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ აქციის მონაწილეს პოლიციელი ხელს კრავს და ის ძირს ეცემა. თავის არეში მიღებული დაზიანებებით მოხუცი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
Your browser doesn’t support HTML5
ამერიკის შეერთებული შტატების დედაქალაქში კი გამოძიება დაწყებულია ეროვნული გვარდიის ქმედების წინააღმდეგ. საუბარია რამდენიმე დღის წინ ვერტმფრენის მფრინავების ქმედებაზე, როდესაც ისინი ძალიან დაბლა დაფრინავდნენ და აქციის მონაწილეებს წარმოქმნილი ქარით დაშლას ცდილობდნენ.
ასევე ნახეთ: აშშ-ის პარკების პოლიცია ჟურნალისტებზე თავდასხმას გამოიძიებსეროვნულ გვარდიაში გაკეთებული განცხადების შემდეგ, რომ მომხდარზე დაიწყებოდა გამოძიება, განცხადება ვაშინგტონის მერმა და პოლიციის ხელმძღვანელებმა გააკეთეს. მათ თქვეს, რომ ქმედება შეიცავდა საფრთხის ნიშნებს. ამ განცხადებების გამო, ვაშინგტონის მერს პრეზიდენტმა ტრამპმა არაკომპეტენტური უწოდა.
Your browser doesn’t support HTML5
შეგახსენებთ, რომ ჯორჯ ფლოიდის საქმეზე დაკავებულია 4 სამართალდამცველი, ამერიკის 40-ზე მეტ ქალაქში კი აქციები კვლავ გრძელდება. აქციებზე ახლა პოლიციის რეფორმას ითხოვენ.
---------
განმარტება: მასალაში თავდაპირველად ნათქვამი იყო, რომ 57 პოლიციელი სამსახურიდან გაათავისუფლეს. ოფიციალური პირების განცხადებით ირკვევა, რომ სამართალდამცავები თავად გადადგნენ.