ორეგონის შტატში საპროტესტო გამოსვლები სულ უფრო ძალადობრივი ხდება. გასულ ღამეს, ქალაქში ერთმანეთს პრეზიდენტ ტრამპის მხარდამჭერები და მოძრაობა "შავკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანიას" აქტივისტები დაუპირისპირდნენ. ერთ-ერთი ხელჩართული ბრძოლის დროს, სამართალდამცავებმა, სულ მცირე, ორი ადამიანი დააკავეს.
დაპირისპირება მხარეებს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც სალემში კაპიტოლიუმთან მისული პრეზიდენტ ტრამპის 100-მდე მხარდამჭერი, "შავკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანიას" 20 მდე აქტივისტს შეხვდა. პრეზიდენტის მხარდამჭერებს ხელში ტრანსფარანტები ეჭირათ და ზოგიერთ მათგანს თან იარაღი ჰქონდა.
ასევე ნახეთ: პოლიციამ დაკავებისას მოკლა პორტლენდის მკვლელობაში ეჭვმიტანილისააგენტო "როიტერის" ცნობით, ადგილზე შტატის 20-მდე პოლიციელი იმყოფებოდა.
პოლიციის დეპარტამენტის განცხადებით, დაკავებულები მოგვიანებით გაათავისუფლეს.
საპროტესტო აქციები ორეგონში ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო. ფლოიდი, სამართალდამცავების ზედამხედველობის ყოფნის დროს გარდაიცვალა.