პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ზბიგნევ რაუ მხარს უჭერს შეერთებულ შტატატებს, ამერიკული ჯარების გაზრდის თაობაზე, რომელიც პოლონეთში როტაციის პრინციპით მუდმივად დარჩება. ამის შესახებ თავად რაუმ ისაუბრა. ხუთშაბათს ის ვაშინგტონს ეწვევა, პარასკევს კი შეხვედრას სახელმწიფო მდივან ბლინკენთან გამართავს.
სწორედ ენტონი ბლინკენთან შეხვედრაზე უნდა გადაწყდეს, როდის და სად გალნაგდება ამერიკული ჯარები პოლონეთში. შეხვედრაზე ასევე განხილული იქნება, პოტენციური სანქციები რუსეთის მიმართ.
პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, უახლოეს დღეებში, დაახლოებით 3000 ამერიკელი ჯარისკაცი აღმოსავლეთ ევროპაში განლაგდება.
ასევე ნახეთ: სად არის ნატოს ძალები განლაგებული
პენტაგონისა და პოლონეთის თავდაცვის მინისტრის ცნობით, 3000 ამერიკელი ჯარისკაციდან, დაახლოებით 1700, დროებით, პოლონეთში განთავსდება.
„ბუნებრივია, რომ პოლონეთის დიპლომატია ცდილობს გააფართოოს მოკავშირეთა ყოფნა, მუდმივი როტაციის სახით“ - განუცხადა „როიტერს“ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მარჩინ პრჟიდაჩმა.
მისი თქმით, „უსაფრთხოების ამჟამინდელი ვითარება ნიშნავს, რომ ამ შეკავების პოლიტიკის გაძლიერების აუცილებლობა კიდევ უფრო აქტუალურია“.
ასევე ნახეთ: სამხედრო დახმარება, რომელიც უკრაინამ ამერიკისგან მიიღომიმდინარე კრიზისის ფონზე, პენტაგონი განცხადებს, რომ 8 500-მდე ამერიკელი სამხედრო ასევე მზადაა იმისთვის, რომ თუკი საჭირო გახდება, ევროპაში პარტნიორების უსაფრთხოება დაიცვას. ამ დროისთვის, ევროპაში 75 000-იდან 80 000-მდე ამერიკელი ჯარისკაცია მუდმივი მისიით თუ რეგულარული როტაციებით, მაგალითად პოლონეთში.