ბორის ჯონსონის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც უკვე მეორე დღეა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში განაგრძობს მკურნალობას, სტაბილურია.
პრემიერ-მინისტრის ჰოსპიტალიზება მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც თვითიზოლაციის დროს კორონავირუსის სიმპტომები გაურთულდა.
ამ დროის მონაცემებით, ბრიტანეთში, კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული 56 000 და გარდაცვალების 6 100 შემთხვევა ფიქსირდება.
ასევე ნახეთ: როგორ გავიძლიეროთ იმუნიტეტი კორონავირუსის პანდემიის დროს?"ბი-ბი-სის" ინფორმაციით, ჯონსონმა პრემიერის მოვალეობის შესრულება დროებით საგარეო საქმეთა მდივანს, დონიმიკ რააბს სთხოვა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის წარმომადგენელმა განაცხადა.
ბორის ჯონსონი 55 წლისაა. მას კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები დაახლოებით 10 დღის წინ დაეწყო. ის რამდენიმე დღის განმავლობაში უწყვეტად მაღალი სიცხის ქონის გამო, საავადმყოფოში კვირას გადაიყვანეს.