ალბანეთის პრემიერი ავღანელ ლტოლვილებზე: დროა, გავცეთ რაც გვაქვს

პრემიერი ედი რამა

8 სექტემბერს ჩაწერილი ინტერვიუს დროს "ამერიკის ხმასთან", ალბანეთის პრემიერ მინისტრმა ედი რამამ განაცხადა, რომ მაშინ, როცა ავღანეთიდან დასავლეთის მისიების გასვლასთან დაკავშირებით კითხვები არსებობს, "უპირველესი ამოცანაა ადამიანების გადარჩენა".

ამ ეტაპზე, ალბანეთი დროებით მასპინძლობს 4000 ავღანელ ლტოლვილს. აქვე, რამა, რომელიც "ამერიკის ხმის" ავღანურ რედაქციას ესაუბრა, დასძენს, რომ ალბანეთის, როგორც ნატოს წევრი ქვეყნის მოვალეობაა "პასუხისმგებლობის საკუთარი წილი გაიზიაროს", რათა დაიცვას ისინი, ვინც [ნატოს] მხარდამხარ მუშაობდა ავღანეთში და ავღანელ ლტოლვილებს ალბანეთში გაჩერების საშუალება "იმდენ ხანს ექნებათ, რამდენიც მათ მოესურვებათ."

კითხვაზე, თუ რატომ გამოხატა ალბანეთმა ლტოლვილების მიღების სურვილი ერთ-ერთმა პირველმა, რამამ უპასუხა, რომ ისტორიაა ამის მაგალითი. ასევე ის, რომ ტრადიციულად, ალბანეთი სტუმრის, მოგზაურის მიღების ტრადიციით სულდგმულობდა წინაპრების მაგალითზე და ამიტომ ახლაც, ის კარს უღებს ნებისმიერს, ვინც თავშესაფარის, ან სანოვაგის მიღების მიზნით სახლში მოგადგება. და ბოლოს, მისი განცხადებით ეს მომავალი თაობების, შვილებისთვის უნდა გაკეთდეს და გახდეს მათთვის ანალოგიური მიდგომის გადაცემის საშუალება.