ფრანგი გამომძიებლების მტკიცებით, 2009 წელს საფრანგეთის ავიახაზების თვითმფრინავის კატასტროფა ტექნიკურმა გაუმართაობამ და მფრინავების შეცდომამ განაპირობა.
გამოძიების და ანალიზის ბიუროს დორექტორმა ჟან პოლ ტროადსმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ შექმნილ სიტუაციას არათუ სამოქალაქო მფრინავი, სამხედრო პილოტიც კი ვერ გაართმევდა თავს სათანადოდ.
ტექნიკური ხარვეზების ძიებისას, გამომძიებლებმა აღმოაჩინეს, რომ ფრენისას თვითმფრინავზე გარედან დაფიქსირებული სიჩქარის სენსორები გაიყინა და მწყობრიდან გამოვიდა. შედეგად კი დაზიანდა კომპიუტერული მოწყობილობა, რასაც შემდგომში სავალალო შედეგები მოჰყვა.
2009 წლის 1 ივნისს საფრანგეთის ავიახაზების კუთვნილი თვითმფრინავი ლოს ანჯელესიდან პარიზში მიფრინავდა, როდესაც კატრასტროფა განიცადა და ჩამოვარდა. ბორტზე მყოფი 228 მგზავრი და ეკიპაჟის წვერები დაიღუპნენ.
თვითმფრინავის ჩამოვარდნა ტექნიკურმა გაუმართაობამ და მფრინავების შეცდომამ განაპირობა.