ეფლის ახალი პროდუქცია - „აიფონ 5"

მომხმარებელი გაუმჯობესებული „აიფონის" გამოჩენას დღის ბოლოსთვის ელის
„აიფონ 5"-ის აზიელი ფანები დღეს პირველები იყვნენ, ვინც დიდი ხნის მოლოდინის შემდეგ ახალი სმარტფონის ყიდვა შეძლეს. მსოფლიოს მასშტაბით, ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტის უახლესი ტელეფონი გაყიდვაში დღეს გამოდის.

ხალხმრავლობაა „ეფლის" ამერიკულ, ბრიტანულ, კანადურ, ფრანგულ და გერმანულ მაღაზიებთან, სადაც მომხმარებელი გაუმჯობესებული „აიფონის" გამოჩენას დღის ბოლოსთვის ელის.

იხილეთ ვიდეო:

Your browser doesn’t support HTML5

გაყიდვაში გამოვიდა IPhone-5