ფილადელფიაში კალათბურთის აკადემიას ქართველი სპორტსმენი ხელმძღვანელობს

Your browser doesn’t support HTML5

კალათბურთი, აშშ-ში სპორტის პოპულარული სახეობაა. ფილადელფიის ერთ-ერთ სათემო ცენტრში კალათბურთის აკადემია სახელად „დრიმქეჩერს აკადემი“ მოქმედებს, სადაც ერთ-ერთი მწვრთნელი ქართველი სპორტსმენია. ირაკლი სორდია თავის გამოცდილებას მომავალ კალათბურთელებს გადასცემს, მათ შორის, ადგილობრივ ქართველ ბავშვებსაც.