ფილიპინების ისლამისტმა ექსტრემისტებმა უცხოელი მძევალი მოკლეს

გამოსასყიდისთვის დათქმული ვადის გასვლის შემდეგ, ფილიპინებში, ისლამისტურმა შეიარაღებულმა დაჯგუფება „აბუ საიაფმა“ გერმანელი მძევალი მოკლა.

დღეს, სადაზვერვო ჯგუფმა „საიტი“, რომელიც ჯიჰადისტ ტერორისტულ ჯგუფებს აკვირდება, იურგენ კანტნერის მოკვლის ვიდეო გაავრცელა.

გერმანიის ხანდაზმული მოქალაქე გასულ ნოემბერში იმ დროს გაიტაცეს, როცა საკუთარი იახტით სამხრეთ ფილიპინების წყლებში დაცურავდა. „აბუ საიაფმა“ მისი გათავისუფლებისთვის 600 ათასი დოლარი მოითხოვა, და გამოსასყიდის გადახდის ვადა კვირას ამოიწურა.

ფილიპინების მთავრობის პრეს-მდივანმა იესუს დურეზამ განაცხადა, რომ ხელისუფლებამ კარტნერის დასახსნელად ყველა ღონეს მიმართა.