ამერიკული კომპანიის "ფაიზერი" და გერმანული "ბიონტექის" კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა, სამხრეთ აფრიკულ ვარიაციისგან დაცვაში 91%-ით ეფექტური აღმოჩნდა. ექვსთვიან დაკვირვებაზე დაფუძნებული კვლევის განახლებული მონაცემების შესახებ განცხადება ხუთშაბათს გაკეთდა.
ამას გარდა, ორდოზიანი ვაქცინა თავად დაავადებისგან 100%-ით იცავს. კვლევაში მონაწილეთა სამხრეთ აფრიკული ჯგუფი, სადაც კორონავირუსის B1351 ვარიანტი დომინირებს, შედარებით მცირე იყო და 800 ადამიანისგან შედგებოდა.
ასევე ნახეთ: „ფაიზერის“ ვაქცინა კორონავირუსის ახალ ვარიანტებსაც ამარცხებს - რუბრიკა „გალილეო“თავდაპირველ, ვირუსის ორიგინალურ ვარიანტთან მიმართებაში, "ფაიზერის" ვაქცინა ოდნავ უფრო, 95%-ით ეფექტურია. თუმცა, პირვანდელი კვლევა, რომელშიც 44 000 ადამიანი მონაწილეობდა, პანდემიის შედარებით ადრეულ ეტაპზე ჩატარდა. მაშინ მთელ რიგ ქვეყნებში ახალი ვარიაციები ჯერ პრევალენტური არ იყო.
მოგვიანებით, ვაქცინის ეფექტურობაზე მიმდინარე პოსტმარკეტინგულ დაკვირვებაში, ჯამში 12 ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. "ფაიზერის" ერთ-ერთი ხელმძღვანელი ალბერტ ბორლა ამბობს, რომ განახლებული მონაცემები დასადასტურებლად, შეერთებული შტატების ვაქცინების მარეგულირებელს გადაეცემა.
ასევე ნახეთ: „ფაიზერის“ ვაქცინა კორონავირუსის ახალ ვარიანტებსაც ამარცხებს - რუბრიკა „გალილეო“