შეერთებულ შტატებში "ფაიზერ-ბიონტექის" კოვიდ-19-ის ვაქცინის გამაძლიერებელ დოზას, დიდი ალბათობით, მალე დაამტკიცებენ. "მოდერნა" კი აშშ-ის სურსათის და მედიკამენტების ადმინისტრაციისთვის (FDA) ე.წ. ბუსტერის დოზის მონაცემების წარდგენის საქმეში "ფაიზერს" რამდენადმე ჩამორჩება და მათი ვაქცინის დამტკიცება სავარაუდოდ, უფრო გვიან მოხდება.
აღნიშნული განცხადება კვირას ქვეყნის წამყვანმა ინფექციონისტმა, ექიმმა ენტონი ფაუჩიმ გააკეთა. ის თეთრი სახლის უფროსი მრჩეველია მედიცინის მიმართულებით და 37 წელია ხელმძღვანელობს "აშშ-ის ალერგიების და ინფექციურ დაავადებათა ეროვნულ ინსტიტუტს".
ასევე ნახეთ: როდის მოხდება პანდემიის შეკავება - ექიმ ფაუჩის პროგნოზიფარმაცევტულ კომპანიებს კომენტარი ფაუჩის განცხადებასთან დაკავშირებით ჯერ არ გაუკეთებიათ. თეთრ სახლს ე.წ. ბუსტერების დამტკიცება 20 სექტემბრისთვის სურს და ამის შესახებ განცხადება პრეზიდენტმა აგვისტოში გააკეთა. თუმცა, გასულ კვირას გავრცელებული ინფორმაციით, ჯანდაცვის სპეციალისტებმა პრეზიდენტ ჯო ბაიდენს ამცნეს, რომ ამ ეტაპზე მიღებული მონაცემები აღნიშნული გადაწყვეტილების მისაღებად საკმარისი არ არის.
ამერიკაში ვაქცინის დამატებით, გამაძლიერებელ დოზას სუსტი იმუნიტეტის მქონე მოსახლეობას უკვე სთავაზობენ. ფარმაცევტული კომპანიები ასევე მუშაობენ განსხვავებული ბუსტერების დამტკიცებაზე, რომლებიც კორონავირუსის კონკრეტულ ვარიანტებზეა მორგებული. "როცა ამერიკის საზოგადოებას ინტერვენციის მიღების უფლებას აძლევ, მის უსაფრთხოებაში აბსოლუტურად დარწმუნებული უნდა იყო" - ამბობს ექიმი ფაუჩი.
Your browser doesn’t support HTML5