ეგზიტ პოლები პეტრო პოროშენკოს გამარჯვებას ადასტურებს

ეგზიტ პოლების თანახმად უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში პეტრო პოროშენკომ გაიმარჯვა.

ეგზიტ პოლები აჩვენებს, რომ პოროშენკოს უპირატესობა ამომრჩევლის 55-მა პროცენტმა მიანიჭა.

ყოფილი პრემიერ მინისტრ იულია ტიმოშენკოსთვის თორმეტ პროცენტრიანი მხარდაჭერა იყო ნავარაუდევი.

სრული შედეგები ორშაბათს გახდება ცნობილი.

კვირის არჩევნები იმ რევოლუციის მწვერვალად მოიაზრებოდა, რომელიც შარშან მაიდანზე გამოსვლებით დაიწყო.

საარჩევნო ადმინისტრაციას მაღალი აქტივობის იმედი ჰქონდა, თუმცა პრო-რუსმა სეპარატისტებმა ქვეყნის აღმოსავლეთ რეგიონებში საარჩევნო უბნების დიდი რაოდენობა დაარბიეს და დაბლოკეს.




მომზადებულია "ასოშეიტიდ პრესის", "ფრანც პრესის" და "როიტერის" ინფორმაციაზე დაყრდნობით.