ამერიკის სტრატეგია ავღანეთში

ავღანეთში, ნატოსა და ამერიკის ჯარების მთავარსარდალი გენერალი დევიდ პეტრეუსი ბრიტანულ სამაუწყებლო კორპორაციას უცხადებს, რომ საერთაშრისო ალიანსს შესწევს უნარი მეამბოხეების დაპირისპირება შეაჩეროს ავღანეთში. თუმცა მან აქვე გააკეთა გაფრთხილება, რომ ეს პროცესი ადვილი ან მყისიერი როდი იქნება.

პეტრეუსმა დასძინა, რომ ამერიკის პრეზიდენტ ბარაკ ობამას ამოცანა--2011 წლის ივლისისთვის დაიწყოს ჯარების გამოყვანა ავღანეთიდან, სრულად უნდა შეესაბამებოდეს ავღანეთში შექმნილ უსაფრთხოების სიტუაციას.

პეტრეუსის განცხადების თანახმად, 2011 წლის ივლისის ამერიკელების ეგზოდუსს როდი ნიშნავს, თუმცა ამ დროისთვის ავღანელებმა უკვე უნდა შესძლონ გარკვეული საკვანძო ფუნქციების საკუთარ თავზე აღება.

ბიბისისთვან ინტერვიუს ბოლოს, პეტრეუსმა ის ფაქტი, რომ ამდენი ხანი ოსამა ბინ ლადენის შეპყრობა ვერ მოხერხდა დაზვერვის ჩავარდნაა.