პერუს პრეზიდენტმა მარტინ ვისკარამ ქვეყნის პარლამენტი დაშალა, რაც პერუში პოლიტიკური კრიზისის გაღრმავებაზე მიუთითებს. გადაწყვეტილების შესახებ მან ორშაბათს საღამოს, ტელეეთერით გამოაცხადა.
საპასუხოდ, კანონმდებლებმა ვისკარა კანონგარეშედ გამოაცხადეს და ქვეყნის პრეზიდენტად დაასახელეს ვიცე-პრეზიდენტი მერსედეს არაოზი. თუმცა, პარლამენტარების ნაბიჯი პერუს კონსტიტუციით ანულირებულია, რადგან ვისკარამ პარლამენტი მანამდე დაშალა, ვიდრე კანონმდებლები ამ ნაბიჯს გადადგამდნენ.
ვისკარას და პარლამენტს შორის, რომელსაც ოპოზიციური პოპულარული ძალების პარტია აკონტროლებს, ერთმანეთს დიდი ხანია უპირისპირდებიან. დაძაბულობა განსაკუთრებით გაიზარდა პრეზიდენტის მიერ შემოღებული ანტიკორუფციული რეფორმების შემდეგ. ვისკარა ერთი წლის წინ იმ პირობით აირჩიეს, რომ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს დანიშნავდა.