პერუს კონგრესი დღეს პრეზიდენტ პედრო პაბლო კუსინკის გადადგომის განცხადებას უყრის კენჭს და მის შემცვლელად პრეზიდენტ მარტინ ვიზკარას აირჩევს. 55 წლის ვიზკარა შედარებით უცნობი პოლიტიკური ფიგურაა და მას კანადაში ლიმას ელჩის თანამდებობა ეკავა. ის პერუში ხუთშაბათს დაბრუნდა. ის პრეზიდენტის პოსტს სავარაუდოდ 2021 წლის ივლისამდე დაიკავებს, იმ დრომდე, სადამდეც კუსინსკის ვადა უნდა გაგრძელებულიყო.
პერუს პრეზიდენტზე ზეწოლა მას შემდეგ გაიზარდა, რაც ფარულად გადაღებული ვიდეოები გავრცელდა, სადაც მისი მომხრეები ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისგან იმპიჩმენტის შეჩერების მიზნით მხარდაჭერის მოსყიდვას ცდილობენ.
იმპიჩმენტის თავიდან აცილების მიზნით, კუსინსკიმ პარლამენტს გადადგომის შესახებ განცხადება წარუდგინა, რომელშიც მან განაცხადა, რომ ოპონენტების შეტევები მას ქვეყნის მართვის საშუალებას არ აძლევს. იმპიჩმენტის მოთხოვნა მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც გამოქვეყნდა ცნობები ბრაზილიურ კომპანია „ოდებრეხტთან“ კუსინსკის კორუფციული გარიგეგებების შესახებ.