საქართველოში ოჯახის სიწმინდის დღე აღნიშნეს

17 მაისს, უქმედ გამოცხადებული ოჯახის სიწმინდის დღე, ხალხმრავალი მსვლელობებით აღინიშნა. თბილისში მოწყობილ მარშში მთავრობის სხვა წევრებთან ერთად, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემაც მიიღო მონაწილეობა. 17 მაისი მსოფლიოში ჰომოფობიასთან, ბიფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა.